ტერი ფლინი
„ტერი ფლინი“ — ირლანდიელი მწერლის, პატრიკ კავანას, რომანი, გამოქვეყნდა 1948 წელს. მასში აღწერილია 1930-იანი წლების ირლანდიის სოფლის ცხოვრება. წიგნი დაფუძნებულია ავტორის ახალგაზრდობისეულ გამოცდილებაზე, როცა იგი მონაჰანში ფერმერი იყო. მიუხედავად ამისა, რომანში მოქმედება კავანში ვითარდება.
„ტერი ფლინი“ | |
---|---|
Tarry Flynn | |
ავტორი | Patrick Kavanagh |
ენა | ინგლისური ენა |
გამომცემელი | The Pilot Press |
გამოცემის თარიღი | 1948 |
ISBN | 978-0-14-118361-9 |
სიუჟეტი მოგვითხრობს ახალგზარდა ფერმერსა და პოეტზე, რომელიც ფართო სარბიელისკენ, ნორჩი ქალწულებისკენ და სიცოცხლის აზრის ძიებისკენ ისწრაფვის.
გამოცემის ისტორია
რედაქტირებაკავანამ „ტერი ფლინის“ წერა 1940 წელს სათაურით „ქვიანი რუხი მიწა“ დაიწყო, თუმცა რომანი დაიწუნეს. ავტორმა მასზე მუშაობა მას შემდეგ განაახლა, რაც 1947 წლის თებერვალში გამოქვეყნებულმა პოეტურმა კრებულმა „სული იყიდება“ დიდი აღიარება მოუტანა. 1947 წლის ზაფხული კავანამ რომანზე მუშაობაში გაატარა. წიგნი 1948 წლის ნოემბერში გამოქვეყნდა. ირლანდიურმა ცენზურამ იგი უხამსობის გამო აკრძალა. გამომცემლის მოთხოვნის შემდეგ ეს გადაწყვეტილება გაუქმდა, თუმცა რომანის ხელახალი გამოქვეყნება 1960-იან წლებამდე ვერ მოხერხდა.[1]
„ტერი ფლინი“ 1966 წელს ირლანდიის ეროვნული თეატრის სცენაზე პ. ჯ. ო’კონორის ადაპტაციით დაიდგა. 1997 წლეს რომანი სცენაზე კონალ მორისონმა გააცოცხლა.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Tarry Flynn at PenguinClassics დაარქივებული 2012-02-13 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ O'Toole, Fintan (27 მაისი 1997). „Kavanagh without tears“. The Irish Times. ციტირების თარიღი: 22 თებერვალი 2021.