ტერვიურენი (ფრანგ. Berger belge Tervuren) — ძაღლის ჯიში, რომელიც გამოყვანილია ბელგიაში XIX საუკუნეში.

ტერვიურენი
წარმოშობის ქვეყანა ბელგია
თვისებები
წონა მამრი 29–32 კგ.
მდედრი 27–30 კგ.
სიმაღლე მამრი 60-66 სმ.
მდედრი 56–60 სმ.
ბეწვი შავი-ჟღალით
სიცოცხლის
ხანგრძლივობა
12-13 წელი
ძაღლი (Canis lupus familiaris)

ტემპერამენტით და გარეგნობით ეს ძაღლი უფრო ჰგავს გრიუნენდალს (ზოგჯერ მშობელი-გრიუნენდალებისგან ტერვიურენის ლეკვები იბადებიან). ტერვიურენს და გრიუნენდალს საერთო წინაპრები ჰყავდათ. მეორე მსოფლიო ომამდე ეს ჯიში გადაშენების პირას იყო, მაგრამ უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში მისი პოპულარობა გაიზარდა. განსაკუთრებით ფასობს ტერვიურენის უნარი იპოვოს ნარკოტიკი. ტერვიურენის ადვილად გაწვრთნადობამ და კონცენტრაციის უნარმა ეს ჯიში ფავორიტად აქცია პოლიციაში და უშიშროების სამსახურში მომუშავე ძაღლებს შორის. მათგან გამოდიან ბრმა ადამიანების და ინვალიდების დამხმარეებიც. უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში დაიწყეს ტერვიურენის გასაოცარი ნიჭის — სუნის გარჩევის უნარის გამოყენება. ის შეუცდომლად პოულობს ნარკოტიკს, რომლის გატანასაც ქვეყნის საზღვარზე ცდილობენ. ორფერიანი, გრძელი ბალანი (ყოველ ღია ფერის ბეწვს ბოლო მუქი აქვს) მას უფრო მიმზიდველს ხდის და, როგორც ჩანს, ხელს უწყობს ჯიშის პოპულარობის ზრდას.

ყველა დანარჩენი ბელგიური ნაგაზის მსგავსად, ტერვიურენს სჭირდება მტკიცე ხელი და გაგება. ტერვიურენი ადვილად ეგუება ალაქის პირობებს და სიცივეს, სჭირდება დამატებითი ფიზიკური დატვირთვა, ადვილად იწვრთნება, კარგი მოდარაჯეა, ბალანს განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. დრუნჩზე განლაგებული მუქი ბალანი უფრო მოკლეა, ვიდრე სხეულის სხვა ნაწილებზე. გრძელი ბალანი ფარავს ძლიერ უკანა ფეხებსაც. ბალანი განსაკუთრებით გრძელია კისერზე. გრძელი ბალანი ფარავს ბოლოსკენ შევიწროებულ კუდსაც.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: