ტელპოსიზი
ტელპოსიზი (კომი ენაზე — ქარების კლდე) — ჩრდილოეთ ურალის მთავარი და უმაღლესი წერტილი. მდებარეობს რუსეთის კომის რესპუბლიკაში. სიმაღლე 1617 მ. აგებულია კრისტალური ფიქლებით, კვარციტული ქვიშაქვებით, კონგლომერატებით. ფერდობები ზღვის დონიდან 500-600 მ სიმაღლემდე შემოსილია ტაიგით, უფრო ზევით მთის ტუნდრაა.
ტელპოსიზი | |
---|---|
ტელპოსიზი | |
კოორდინატები: 63°55′07″ ჩ. გ. 59°10′52″ ა. გ. / 63.9186611° ჩ. გ. 59.1812889° ა. გ. | |
ქვეყანა | რუსეთი |
სიმაღლე | 1617 მ |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ტელპოსიზი — სტატია დიდი საბჭოთა ენციკლოპედიიდან (რუსული)