ტევტონებიძველი გერმანული ტომები. ძვ. წ. II საუკუნის დამლევს დაიძრნენ იუტლანდიის ნახევარკუნძულიდან და სამხრეთ გალიაში შეიჭრნენ. აქ ისინი შეუერთდნენ კიმბრებს და მათთან და სხვა გერმანულ ტომებთან ერთად ჩრდილოეთ იტალიისაკენ გაემართნენ. ძვ. წ. 102 წელს რომაელმა სარდალმა გაიუს მარიუსმა სესტიუსის წყლებთან (ახლანდ. ქ. ექსი, მარსელის მახლობლად) სასტიკად დაამარცხა ტევტონები, რის შემდეგ ისინი, როგორც ტომები, აღარ იხსენიებიან. ტევტონებს უწოდებდნენ საერთოდ გერმანელებსაც.

„ტევტონი ქალები ბანაკის დაცვისას“, (1882), ჰენრი ლეიტმანი.

ლიტერატურა

რედაქტირება