ესგაროთი
ტბისპირა ქალაქი, აგრეთვე ცნობილი, როგორც ესგაროთი — ჯ.რ.რ. ტოლკინის ლეგენდარიუმში ტბისპირა ადამიანთა ქალაქი ველურმიწეთში.
აღწერა
რედაქტირებაქალაქი მთლიანად ხისგან იყო აგებული და იდგა ხის სვეტებზე, რომლებიც გრძელი ტბის ფსკერზე იყო ჩამაგრებული. ქალაქი აგებული იქნა დრაკონ სმაუგისგან მიწების დასაცავად.
ესგაროთი მდებარეობდა ტბის დასავლეთ მხარეს, ტყის მდინარის პირის ჩრდილოეთით, მშვიდ ყურეში, რომელიც შეიქმნა ლოდებისგან ფორმირებულ საფართან. ქალაქი მიწას უერთდებოდა ხის გრძელი ხიდით, შენობიდან, რომელთანაც იდგა ყარაული.
ტბისპირა ქალაქის ცენტრში მდებარეობდა ბაზარი - მრგვალი აუზი, რომელიც ტბას გვირაბით უერთდებოდა.. უდიდესი სახლები ამ ქალაქში მდებარეობდნენ სწორედ ამ ბაზართან. ქალაქის პირი ეკავა ნავმისადგომებს.
მოსახლეობა
რედაქტირებამმართველობა
რედაქტირება
- ქალაქისთავი
ესგაროთის ქალაქისთავი იყო ტბისპირა ქალაქის არჩეული მმართველი ჯუჯების ერებორში მესამე ეპოქის 2941 მოგზაურობისას.
ტბისპირა ქალაქ ესგაროთის მმართველს („ჰობიტის“ პერსონაჟის სახელი უცნობია) ქალაქის მოსახლეები ირჩევდნენ ყველაზე ბრძენ პიროვნებებს შორის.
მმართველის შესახებ თორინის კომპანიის მესამე ეპოქის 2941 წელს გამოჩენამდე არაფერია ცნობილი. უცნობია მისი სახელიც. თუმცა, როგორც ცნობილია, იგი ქალაქის ერთ-ერთი ასაკოვანი და ბრძენი მოსახლე იყო.
2941 წელს ტბისპირა ქალაქის მმართველს მოულოდნელად ეწვია ჯუჯათა რაზმი. მიუხედავად ამისა, ქალაქის მოსახლეობამ მათ ღირსეული მასპინძლობა გაუწია, ახსოვდა რა ძველი წინასწარმეტყველება იმისა შესახებ, რომ ერთ დღეს მარტოსული მთის განძი იქცევა ოქროს მდინარეებად.
როდესაც დრაკონმა სმაუგმა გაანადგურა ესგაროთი, მისმა მოსახლეობამ მოითხოვა მმართველის გადაყენება და მის ადგილზე მშვილდოსან ბარდის დანიშვნა (რომელმაც დრაკონი მოკლა). მაგრამ გაიძვერა მმართველმა განაცხადა, რომ ამ უბედურების მთავარ მიზეზს წარმოადგენდნენ ჯუჯები, რომლებმაც დრაკონი გააღვიძეს, ხოლო ბარდს ეკუთვნოდა დანგრეულ ქალაქ ველის მიდამოები, რომლებიც ისედაც აღსადგენი ჰქონდა, როგორც მის სამეფოს პირდაპირ მემკვიდრეს.
ხუთი ლაშქრის ბრძოლის შემდეგ ბარდმა განძის ნაწილი მმართველს გადასცა. მმართველმა დააჯილდოვა ერთგული ხალხი. თუმცა, იგი მძიმედ აღესრულა - დრაკონის-ავადმყოფობითდაავადებული, გაიქცა უდაბნოში, სადაც იგი მიატოვეს თანმხლებმა ერთგულმა მსახურებმა, რომლებიც შიმშილით კვდებოდნენ. ამბობენ, რომ ახალი მმართველი უფრო ბრძენი იყო და ხალხშიც პოპულარობით სარგებლობდა.
რომანში „ჰობიტი“ ამ პიროვნებას სხვა სახელით არ მოიხსენებენ, თუმცა ცნობილია, რომ ესგაროთის მაცხოვრებლები მას „ფულის ტომარას“ უწოდებდნენ.
ფილმში „ჰობიტი: სმაუგის ნაოხარი“ პერსონაჟს განასახიერებს ბრიტანელი მსახიობი სტივენ ფრაი. ქალაქისთავის როლი და მონაწილეობა ფილმში უფრო აქტიურია, იგი აღწერილია, როგორც კორუმპირებული და გაიძვერა პიროვნება. თანაშემწე ალფრიდთან (რომელიც ფილმისთვის შეიქმნა) ერთად იგი ესგაროთის დანგრევისას ცდილობს ქალაქიდან გაქცევას, მაგრამ იღუპება, როდესაც ნავზე ეცემა სმაუგი[1].
BBC-ის 1968 წლის რადიოდადგმაში პერსონაჟს განასახიერებს ჯონ ბრაინინგი. 2003 წლის ვიდეო თამაშში The Hobbit ქალაქისთავს ჰქვია კალამარი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ტოლკინი, ჯ.რ.რ. (1937), დაგლას ანდერსონი, რედ., ანოტირებული „ჰობიტი“, ბოსტონი: Houghton Mifflin, 2002, ISBN 0-618-13470-0
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ესგაროთი — საიტზე Tolkien Gateway
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Bulbeck, Pip (19 May 2011). „Stephen Fry Joins 'The Hobbit'“. The Hollywood Reporter. ციტირების თარიღი: 20 May 2011.