ტბების მხარე (დიდი ბრიტანეთი)
ტბების მხარე (ინგლ. Lake District) — მთიანი რეგიონი ჩრდილო-დასავლეთ ინგლისში, კამბრიის საგრაფოში. ისტორიულ-კულტურული ტერიტორია პრაქტიკულად გარშემორტყმულია კამბერლენდის მთებით.
ტბების მხარე* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
ქვეყანა | გაერთიანებული სამეფო |
ტიპი | კულტურული |
კრიტერიუმები | ii, v, vi |
სია | [1] |
რეგიონი** | ევროპა |
კოორდინატები | 54°30′00″ ჩ. გ. 3°10′00″ დ. გ. / 54.50000° ჩ. გ. 3.16667° დ. გ. |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 2017 (41-ე სესია) |
ნომერი | 422 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 422 ინგლ. • რუს. • ფრ. |
ტბების მხარე ცნობილია თვალწარმტაცი მთიანი და ტბებიანი ლანდშაფტებით. ციცაბო მთები, დაბალი მწვანე ხეობები, იდუმალი ტბები, მრავალი პოეტისა და მხატვრისთვის შთაგონება გამხდარა, მათ შორის უილიამ ვორდსვორტისა და ბეატრის პოტერისათვის.
ტბების შემადგენლობაში შედის ინგლისში ოთხი ყველაზე დიდი ტბა — უინდერმირი, ალსუოტერი, ბასენტუეიტი და დერუენტ-უოტერი. ასევე ნაკრძალის ტერიტორიაზე მდებარეობს მთა სკოფელ-პაიკი, რომელიც ინგლისის უმაღლესი მწვერვალია.
ტბების მხარის ტერიტორიაზე მდებარეობს ტბების მხარის ეროვნული პარკი.
2017 წლის 9 ივლისს ტბების მხარე შეყვანეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში[1].