ტაქსოფონი
ტაქსოფონი (ლათ. taxo — განვსაზღვრავ ღირებულებას და ტელეფონი) — საერთო სარგებლობის ტელეფონის აპარატი. აბონენტთან დასაკავშირებლად საჭიროა ტაქსოფონში მონეტებისა და ჟეტონების ჩაშვება ან სატელეფონო, სადებეტო და საკრედიტო ბარათების გამოყენება. ამჟამად ტაქსოფონებს ნელ-ნელა დევნის მობილური ტელეფონი. ტაქსოფონის განსხვავებული თავისებურებაა — სამონეტო-საკონტროლო მოწყობილობა.[1] ტაქსოფონი ხელმისაწვდომია საზოგადოებისთვის ნებისმიერ დროს. უწოდებენ აგრეთვე ტელეფონ-ავტომატს.[2] სსრკ-ში გავრცელებული იყო ადგილობრივი და საქალაქთაშორისო ტაქსოფონები. ზოგიერთ ქვეყანაში ტაქსოფონები აღარ მოქმედებს, ზოგიერთ ქვეყანაში კი მოქმედებს ტაქსოფონების ხშირი ქსელი. ტაქსოფონების ქსელი გავრცელებულია საქართველოშიც. ტაქსოფონები მოქმედებს აჭარაში, ქალაქ ბათუმში.[3]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: