Tatra T5C5
(გადამისამართდა გვერდიდან ტატრა T5C5)
ტატრა T5C5 — ჩეხური წარმოების, ცალმხრივი მიმართულების, ერთსექციური, ორურიკიანი (ოთხღერძიანი), მოტორებიანი ტრამვაის ვაგონი, რომელიც 1970–იანი წლების ბოლოს კომპანია ČKD Tatra–მ გამოუშვა. აღნიშნული ტიპის პირველი ორი ვაგონი 1978 წელს აიგო და ჯერ პრაღაში და შემდგომ ბუდაპეშტში გადიოდა ტესტირებას. იგი მნიშვნელოვნად განსხვავდება ტატრას უწინდელი მოდელებისგან, რომლებიც განთქმულია მართვის პრაქტიკული სისტემებით. 1978–1984 წწ ბუდაპეშტში 322 ტატრა T5C5 ჩაიტანეს, რომლებიც დღემდე აქტიურ ექსპლუატაციაშია. მათგან 80 ვაგონს 2002–2004 წწ გადაიარაღება ჩაუტარდა და ახლა აქვთ ახალი, თანამედროვე IGBT ელექტროაღჭურვილობა. აგრეთვე სრულად განახლდა მათი ინტერიერი. ტატრა T5C5–ის მოდერნიზებულ ტიპს ტატრა T5C5K ეწოდა.
ფოტო გალერეა
რედაქტირება-
ტატრა T5C5 (#. 4000) ბუდაპეშტში
-
ტატრა T5C5K ბუდაპეშტში
ტექნიკური მახასიათებლები
რედაქტირება- სიგრძე (ბუფერებამდე): 14,7 მ
- სიგანე: 2,5 მ
- სიმაღლე: 3,14 მ
- ცარიელი ვაგონის წონა: 18,3 ტ
- ადგილების რაოდენობა: 100
- დასაჯდომი ადგილები: 28
- დასადგომი ადგილები: 72
- მოტორების სიმძლავრე: 4 x 45 kW
- მაქს. რეკომენდებული სიჩქარე: 65 კმ/სთ
გაყიდვები
რედაქტირება1978–1984 წწ. აიგო 322 ვაგონი.
ქალაქი | ბმული | ვაგონის ტიპი | მიღების წლები | ვაგონების რაოდენობა | სარეგისტრაციო ნომრები | შენიშვნა |
---|---|---|---|---|---|---|
ბუდაპეშტი | ბუდაპეშტის ტრამვაი | ტატრა T5C5H | 1978 – 1984 | 322 ვაგონი | 4000 – 4171
4200 – 4349 |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „Tatra T5C5“ ვიკისაწყობში.