ტატა-საბაია
ტატა-საბაია (ესპ. Tata Sabaya) — სტრატოვულკანი ბოლივიაში, ორუროს დეპარტამენტში. მდებარეობს კოიპასის ტბის ჩრდილოეთ კიდეზე. მის დასავლეთით მდებარეობს ვულკანები – ისლუგა და კაბარაი. ბოლო ამოფრქვევის თარიღი უცნობია, მაგრამ სავარაუდოდ ეს ჰოლოცენის პერიოდში მოხდა. ვულკანი სამი განსხვავაბული ელემენტისაგან შედგება: დაბლა პიროკლასტიკური ძირი, შემდეგ ვულკანური გუმბათები და ბოლოს სტრატოვულკანი.
ტატა-საბაია | |
---|---|
თანამგზავრული ფოტო | |
კოორდინატები: 19°08′00″ ს. გ. 68°30′00″ დ. გ. / 19.13333° ს. გ. 68.50000° დ. გ. | |
ქვეყანა | ბოლივია |
ტერიტორიული ერთეული | ორუროს დეპარტამენტი |
სიმაღლე | 5430 მ |
ბოლო ამოფრქვევა | უცნობია |
წარსულში, ვულკანიდან ამოტყორცნილ ნამტვრევებს დაფარული აქვთ მის სამხრეთით დაახლოებით 300 კმ² ტერიტორია. შემდგომმა ამოფრქვევებმა მწვერვალს ფორმა უცვალა და დატოვა ისე, როგორც დღეს არის. მისი სიმაღლე ზღვის დონიდან 5430 მეტრია.
ტატა-საბაიაზე პატარა, გოგირდოვანი აქტივობა შეიმჩნეოდა 1995 წელს.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- მსოფლიო ვულკანიზმის პროგრამა – ტატა-საბაია დაარქივებული 2011-04-08 საიტზე Wayback Machine.