ტატაკოას უდაბნო — მეორე უდიდესი მშრალი ზონა კოლუმბიაში, ლა-გუახირის უდაბნოს შემდეგ. მოიცავს 330 კმ²-ს და წარმოადგენს კოლუმბიის ერთ-ერთ ულამაზეს ადგილს - მონაცრისფრო-ოქროსფერ ველს, რომელიც კაქტუსებითაა დაფარული. უდაბნოს მეორენაირად „მწუხარების ველსაც“ უწოდებენ, როგორც მას ესპანელი კონკისტადორები მოიხსენიებდნენ.

ტატაკოას უდაბნო

რეგიონი არ მიეკუთვნება ბოლომდე უდაბნოს, ის უფრო ტროპიკული მშრალი ტყეა. გეოლოგიურად, მისი ასაკი რამდენიმე მილიონი წელია. წარმოადგენს უდიდეს ტურისტულ დესტინაციას.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება