ტარტუს ქვის ხიდი

ქვის ხიდი (ესტ. Kivisild) — მდინარე ემაიიგიზე ესტონეთის ქალაქ ტარტუში [1], შემორჩენილი ქვის ხიდი, პირველი ქვის ხიდი ლივონიაში, ადრეული კლასიკური პერიოდის მნიშვნელოვანი არქიტექტურული ნამუშევარი.

ქვის ხიდი აშენდა 1775 წელს ტარტუს დიდი ხანძრის შემდეგ, გენერალ-გუბერნატორის იური ბრაუნის ინიციატივით. პროექტის ავტორები არიან იოჰან ზაკლოვსკი და ი. ც. ზიგფრუდენი. ხიდის მშენებლობისთვის ქვები პუგაჩოვის აჯანყების მონაწილეებმა მოჭრეს, რომლებიც მძიმე შრომისთვის ესტონეთში ჩაიყვანეს.[2] მშენებლობა დაიწყო 1779 წელს და დასრულდა 1784 წელს. ხიდი მოძრაობისთვის გაიხსნა 1784 წლის 16 სექტემბერს.[1]

ხიდის ცენტრალურ ნაწილს ამშვენებდა ტრიუმფალური თაღები, რომლებიც ანტიკურ პერიოდს მოგვაგონებდა.[3] ხიდი ტარტუს ცენტრალური მოედნის ისტორიული ანსამბლის კომპოზიციის ერთ-ერთი მთავარი ელემენტი იყო. ხიდი მოედნის გრძივ ღერძზე მდებარეობდა და მასში ერთგვარ საზეიმო შესასვლელის როლს ასრულებდა.[4]

1941 წლის 9 ივლისს ხიდი ააფეთქეს რუსულმა ჯარებმა უკანდახევისას.[5][6] დღეს მის ადგილას კიდევ ერთი ხიდი — კაარსილდი დგას.

ამჟამად არსებობს გეგმა ქვის ხიდის აღდგენის შესახებ.[7]

  1. 1.0 1.1 Kivisild. ციტირების თარიღი: 2020-12-03
  2. Вахтре Л., История эстонской культуры: краткий обзор, Институт Я. Тыниссона, 1994. — გვ. 229.
  3. Пуллат Р. Н., Тарвел Э. В., История города Тарту, Таллин: Ээсти раамат, 1980. — გვ. 109.
  4. Раам В. В., Архитектурные памятники Эстонии, Л.: Искусство. Ленинградское отделение, 1974. — გვ. 279.
  5. Милютина Т. П., Люди моей жизни, Тарту: Крипта, 1997. — გვ. 415.
  6. Hüvasti, Kivisild! Igaveseks? (2015-11-16). ციტირების თარიღი: 2020-12-03
  7. The Kivisild stone bridge will rise again.. ციტირების თარიღი: 2022-04-23