ტარონ ვოსკანიანი (სომხ. Տարոն Ոսկանյան; დ. 22 თებერვალი, 1993, ერევანი, სომხეთი) — სომეხი ფეხბურთელი, რომელიც თამაშობს სომხეთის პრემიერლიგის გუნდ „პიუნიკში“ და სომხეთის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში. პოზიციით ის არის მცველი.

ტარონ ვოსკანიანი
Տարոն Ոսկանյան
ტარონ ვოსკანიანი 2014 წელს, სომხეთის ნაკრების შემადგენლობაში
პირადი მონაცემები
დაბადების
თარიღი
22 თებერვალი, 1993 (1993-02-22) (31 წლის)
დაბადების
ადგილი
ერევანი, სომხეთის დროშა სომხეთი
სიმაღლე 1.81
სათამაშო
პოზიცია
მცველი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
პიუნიკი
ნომერი 33
ახალგაზრდული კარიერა
?-2010 ერევნის „პიუნიკის“ აკადემია
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2010- ერევნის „პიუნიკი“ 111 (4)
ეროვნული ნაკრები
2011-2012 სომხეთი 19 წლ. 5 (0)
2012 სომხეთი 19 წლ. 2 (1)
2012- სომხეთის ნაკრები 22 (0)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 2015

ტარონ ვოსკანიანი დაიბადა 1993 წელს, სომხეთის დედაქალაქ ერევანში. ის თამაშობდა ერევნის „პიუნიკის“ აკადემიაში. ამის შემდეგ ის პიუნიკის მეორე გუნდში თამაშობდა, თუმცა რამდენიმე მატჩი ჩაატარა ძირითად გუნდშიც. 2010-2011 წლების სეზონიდან კი ის უკვე რეგულარულად თამაშობს კლუბის ძირიათად შემადგენლობაში, 100-ზე მეტი მატჩი აქვს ჩატარებული და 4 გოლი გატანილი.

2011 წლის 21 ოქტომბერს ტარონის დებიუტი შედგა სომხეთის 19 წლამდელთა ნაკრების შემადგენლობაში სლოვაკეთის 19 წლამდელთა ნაკრების წინააღმდეგ. 2012 წლის 12 ივნისს კი მან პირველად ითამაშა სომხეთის 21 წლამდელთა ნაკრებში, ანდორას წინააღმდეგ. 2012 წლის 14 ნოემბერს ტარონის დებიუტი შედგა სომხეთის ეროვნულ ნაკრებში, ლიეტუვის ნაკრების წინააღმდეგ. ამ მატჩი სომხებმა 4:2 იმარჯვეს. დღემდე ტარონს ეროვნულ ნაკრებში 12 მატჩი აქვს ჩატარებული და გოლი ჯერჯერობით არ გაუტანია.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება