ტარიელ ლორთქიფანიძე

ტარიელ ვლადიმერის ძე ლორთქიფანიძე (დ. 23 მარტი, 1938, ქუთაისი, საქართველოს სსრ — გ. 29 იანვარი, 2001, თბილისი, საქართველო) — ქართველი საბჭოთა სამხედრო და პარტიული მოღვაწე. გენერალ-მაიორი. საქართველოს სსრ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე (1989-1990).

ტარიელ ლორთქიფანიძე
საქართველოს სსრ-ის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე
თანამდებობაზე ყოფნის დრო
27 აპრილი, 1989 – 27 ნოემბერი, 1990
წინამორბედიგივი გუმბარიძე
მემკვიდრეოთარ ხატიაშვილი

დაბადებული23 მარტი, 1938
ქუთაისი, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდაცვლილი29 იანვარი, 2001
თბილისი, საქართველო
მოქალაქეობასაბჭოთა კავშირი
ეროვნებაქართველი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ტარიელ ლორთქიფანიძე დაიბადა 1938 წლის 23 მარტს ქ. ქუთაისში. 1961 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკული ფაკულტეტი და 1964 წლამდე ქუთაისის საავტომობილო ქარხანაში, სპეციალობის მიხედვით მუშაობდა. 1964-1974 წლებში მუშაობდა სოხუმის ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტში ინჟინრად, განყოფილების უფროსად და ინსტიტუტის პარტორგანიზაციის მდივნად.

1974 წლის 3 სექტემბრიდან 1975 წლის 29 აპრილამდე იყო საქართველოს კომპარტიის სოხუმის საქალაქო კომიტეტის მდივანი, 1975 წლის 10 აპრილიდან 1976 წლის 8 იანვრამდე — საქართველოს კომპარტიის აფხაზეთის საოლქო კომიტეტის სამრეწველოსატრანსპორტო განყოფილების გამგე, 1976 წლის 8 იანვრიდან 1978 წლის 5 დეკემბრამდე — საქართველოს კომპარტიის აფხაზეთის საოლქო კომიტეტის მეორე მდივანი, 1978 წლის 5 დეკემბრიდან 1981 წლის 27 ოქტომბრამდე — საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის სამრეწველო-სატრანსპორტო განყოფილების გამგის მოადგილე. ტ. ლორთქიფანიძე, როგორც საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პარტიული მრჩეველი, 1980 წლის სექტემბრიდან 1981 წლის სექტემბრამდე სამსახურებრივი მივლინებით ავღანეთის რესპუბლიკაში, ლაგმანის პროვინციაში იმყოფებოდა. 1981 წლის 27 ოქტომბრიდან 1983 წლის 15 იანვრამდე მუშაობდა საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის მრეწველობის განყოფილების გამგის მოადგილედ, 1983 წლის 15 იანვრიდან 1985 წლის 1 ოქტომბრამდე — საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის თავდაცვითი მრეწველობის განყოფილების გამგედ, 1985 წლის 1 ოქტომბრიდან 1986 წლის 11 ივნისამდე — საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის მრეწველობის განყოფილების გამგედ, 1986 წლის 24 ივნისიდან 1988 წლის 7 დეკემბრამდე — საქართველოს კომპარტიის ქუთაისის საქალაქო კომიტეტის პირველ მდივნად, 1988 წლის 7 დეკემბრიდან 1989 წლის 27 აპრილამდე — საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ, 1989 წლის 27 აპრილიდან 1990 წლის 27 ნოემბრამდე — საქართველოს სსრ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარედ. 1990 წელს მიენიჭა გენერალ-მაიორის წოდება.

1992 წლიდან 2001 წლამდე მუშაობდა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ტარიელ ლორთქიფანიძე იყო საქართველოს კპ სოხუმის საქალაქო კომიტეტის წევრი (12.01.1974, 20.12.1975), საქართველოს კპ სოხუმის საქალაქო კომიტეტის ბიუროს წევრი (02.08.1974 — 1975), საქართველოს კპ აფხაზეთის საოლქო კომიტეტის წევრობის კანდიდატი (03.02.1974 — 08.01.1976), საქართველოს კპ აფხაზეთის საოლქო კომიტეტისა და ბიუროს წევრი (1976 წლის 8 იანვრიდან), აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭოს IX მოწვევის დეპუტატი (1975 წლის 15 ივნისიდან), საქართველოს კპ ცკ-ის წევრი (24.01.1976 — 24.01.1981), საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს X და XI მოწვევების დეპუტატი (29.04.1984 — 1986), საქართველოს კპ ცკ-ის წევრი (1986 წლის 24 იანვრიდან), საქართველოს კპ ცკ-ის ბიუროს წევრობის კანდიდატი (04.07.1986 — 08.12.1988), საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი (1986 — 26.03.1989), საქართველოს კპ ცკ-ის ბიუროს წევრი (1989 წლის 17 ივნისიდან), სკკპ XXVIII ყრილობის დელეგატი (1990 წლის 2-12 ივლისი). დაჯილდოებული იყო სამთავრობო და საბრძოლო ჯილდოებით, მათ შორის „საპატიო ნიშნის“ ორი ორდენით, „ავღანეთის დიდების“ ორდენითა და მრავალი მედლით.

ტარიელ ლორთქიფანიძე 2001 წლის 29 იანვარს გარდაიცვალა.

ლიტერატურა

რედაქტირება