ტარიელ გელანტია (დ. 18 მარტი, 1951, ხობი — გ. 17 ოქტომბერი, 2019) — ქართველი ეკონომისტი, მეცნიერი, პოლიტიკოსი. ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი.

ტარიელ გელანტია
დაბადების თარიღი 18 მარტი, 1951 (1951-03-18) (73 წლის)
დაბადების ადგილი ხობი, საქართველოს სსრ–ის დროშა საქართველოს სსრ, საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
გარდაცვალების თარიღი 17 ოქტომბერი, 2019 (68 წლის)
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეროვნება ქართველი

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი. 1978-1990 წლებში ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, იყო პოლიტიკური ეკონომიკის კათედრის ასისტენტი, დოცენტი. 1983-1990 წლებში მუშაობდა შეთავსებით ჟურნალ „ეკონომისტის“ განყოფილების გამგე. 1990-1991 წლებში იყო საქართველოს უზენაესი საბჭოს წევრი: მაჟორიტარი, ხობის საარჩევნო ოლქი, პრეზიდიუმის წევრი, საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე (1991-1992). ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება