ტარიელაშვილები

ქართული თავადური საგვარეულო

ტარიელაშვილები (მხ. რ. ტარიელაშვილი) — ფეოდალური საგვარეულო აღმოსავლეთ საქართველოში, რომელიც პირველად გვხვდება 1693 წლის ვენახის გაცვლილობის დოკუმენტში, სადაც მოწმედ იხსენიება მოურავი ფარსათან ტარიელაშვილი. გვარის სახელწოდება წარმოდგება მამაკაცის სახელიდან — ტარიელი (ძვ. ბერძნ. Δαρεῖος, Dareios; ლათ. Darius) რომელიც ნიშნავს „მეფე გმირს“. გვარი მოხსენიებულია 1783 წლის ქართლ-კახეთის თავად-აზნაურთა სიაში, რომელიც დაერთო გეორგიევსკის ტრაქტატს. 1915 წელს რუსეთის იმპერატორის ბრძანებით, რუსეთის იმპერიის ქალაქ ტამბოვში გვარმა მიიღო თავადის ტიტული (რუს. Титул Князя). ტარიელაშვილების უძველესი საგვარეულო დოკუმენტები არ არის შემონახული, რაც მნიშვნელოვნად ართულებს ამ ფეოდალური გვარის პირობების გარკვევას. იოანე ბაგრატიონის-ბატონიშვილის (1768–1830) გენეალოგიური ნაშრომის მიხედვით „შემოკლებით აღწერა საქართველოსა შინა მცხოვრებთა თავადთა და აზნაურთა გვარებისა“, გვარის წარმოშობა უკავშირდება ანატოლიის რეგიონს.

ტარიელაშვილები
გერბი
დევიზი IN SCIENTIA VERITAS[1]
ტიტული თავადი, მოურავი, სამეფო აზნაური
წარმოშობის ადგილი ქართლი, კახეთი
ქვეშევრდომობა რუსეთის იმპერია , საქართველო
ვიკიციტატა
„ტარიელაშვილი. ტარონ არის ქვეყანა სომხითსა შინა და უწოდებდნენ მუნებურსა აზნაურთაგანსა ტარონიალად. ამათ შთამომავალსა ეწოდა სახელად ტარიელ და შვილთა და შთამომავლობათა მისთა უწოდეს ტარიელის შვილებად. “

საგვარეულო ლეგენდის და გვარში დარჩენილი გადმოცემის მიხედვით, გვარის წარმოშობა უკავშირდება ბერძენ დიდგვაროვანს, რომელიც XIV საუკუნეში, ბიზანტიის ისლამიზაციის (თურქიზაციის) გამო გადმოსახლდა აღმოსავლეთ საქართველოში, რის შედეგადაც მისმა შთამომავლობამ მიიღო ტარიელაშვილობა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • იოანე ბაგრატიონის-ბატონიშვილის (1768-1830) გენეალოგიური ნაშრომი „შემოკლებით აღწერა საქართველოსა შინა მცხოვრებთა თავადთა და აზნაურთა გვარებისა“.
  • 1693 წლის, ვენახის გაცვლილობის დოკუმენტი.
  • „საანდაზო ლექსები და აღწერა თავადთა და აზნაურთა გვარებისა“ - ივერიის რედაქტორს თ. ილია ჭავჭავაძეს. გ. 124, ნ.250 ტარიელაშვილი, ასევე კახეთის სამეფო აზნაურნი გ. 132, ნ.316 ტარიელაშვილი.