ტარაუერა
ტარაუერა — ტბა ახალ ზელანდიაში, ჩრდილოეთ კუნძულზე; უდიდესია ვულკან ტარაუერის გარშემო მდებარე ტბათა ჯგუფში. მდებარეობს ქალაქ როტორუიდან 18 კმ-ით აღმოსავლეთით, ვულკან ტარაუერიდან 5 კმ-ით დასავლეთით. ზედაპირის ფართობი 41 კმ²-ია.
ტარაუერას ტბა | |
---|---|
Lake Tarawera | |
კოორდინატები: 38°12′ ს. გ. 176°27′ ა. გ. / 38.200° ს. გ. 176.450° ა. გ. | |
მდებარეობა | ახალი ზელანდია |
სიმაღლე ზღვის დონიდან | 298 მ |
სიგრძე | 11.4 კმ |
სიგანე | 9 კმ |
ფართობი | 41 კმ² |
საშუალო სიღრმე | 57 მ |
მაქსიმალური სიღრმე | 87.5 მ |
[1] | |
ტბას მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა 1886 წლის 10 ივნისს ტარაურის ამოფრქვევამ,[2] რის შედეგადაც დაიღუპა 150 ადამიანი, დაიმარხა ტბის სამხრეთ-დასავლეთ ნაპირზე მდებარე მაორის სოფელი ტე-უაიროა.[3]
ზაფხულობით ტარაუერა პოპულარულია თევზაობისა და წყლის სპორტის მოყვარულებს შორის. თბილწყლიან პლაჟებთან აწყობენ კემპინგს.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ (1987) რედ. Viner, A.B.: Inland waters of New Zealand. Wellington: DSIR Science Information Publishing Centre, გვ. 471–474. ISBN 0-477-06799-9.
- ↑ Royal Society of New Zealand (1984), Journal of the Royal Society of New Zealand, Vol. 14–15 p. 121. ISSN 0303-6758
- ↑ Flagler, Bette (2005). Adventure Guide New Zealand, Hunter Publishing (NJ), Illustrated ed. p. 205. ISBN 1-58843-405-2