ტარატის პროვინცია
ტარატა — პროვინცია პერუში, ტაკნის რეგიონში. აღმოსავლეთიდან ესაზღვრება პუნოს რეგიონი, ხოლო სამხრეთიდან ესაზღვრება ბოლივია. ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ტარატა. 2005 წლის აღწერის შედეგად პროვინციის მოსახლეობა შეადგენს 6 630 ადამიანს, საშუალო სიმჭიდროვე კმ²-ზე 2,4 ადამიანს. ფართობი 2 819,96 კმ²-ს შეადგენს. იყოფა 8 რაიონად.