ტაპუტი
ტაპუტი, ასევე მოიხსენიება, როგორც ტაპუტი-ბელატეკალიმი („ბელატეკალიმი“ აღნიშნავს სასახლის ზედამხედველ ქალს),[1] მიიჩნევა ისტორიაში პირველ ქალ ქიმიკოსად და პარფიუმერად, რომელიც ძვ.წ. II ათასწლეულში ცხოვრობდა. მისი სახელი მოხსენიებულია მესოპოტამიაში აღმოჩენილ ლურსმულდამწერლობიან ფირფიტაზე, რომელიც დაახლოებით ძვ.წ. 1200 წლით თარიღდება.[2] ის იყენებდა სხვადასხვა ყვავილს, ზეთსა და კოთხუჯს, მურთან და ბალზამთან ერთად. მათი ერთმანეთთან შეხამების შემდეგ, ის მიმართავდა დისტილაციისა და ფილტრაციის ხერხებს.[3] წყაროებიდან ირკვევა, რომ სწორედ მან ჩაუყარა საფუძველი კაცობრიობის ისტორიაში პირველ გამომხდელ აპარატს — ე.წ. დისტილატორს.
ის, ასევე, იყო სამეფო სასახლის ზედამხედველი და მუშაობდა მკვლევართან ერთად, რომელსაც ერქვა [...]ნინუ (მისი სახელის პირველი ნაწილი დაკარგულია).[4]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Houlihan, Sherida; Wotiz, John H. (June 1975), "Women in chemistry before 1900", Journal of Chemical Education 52 (6): 362,
- ↑ (1999) Women of Science: Righting the Record, First Midland Book, Bloomington, Ind.: Indiana Univ. Press, გვ. 301. ISBN 9780253208132.
- ↑ Levey, Martin (1973). Early Arabic Pharmacology: An Introduction Based on Ancient and Medieval Sources. Brill Archive, გვ. 9. ISBN 90-04-03796-9.
- ↑ Rayner-Canham, Marelene, and Geoffrey Rayner-Canham. Women in Chemistry: Their Changing Roles from Alchemical Times to the Mid-Twentieth Century. First edition. Chemical Heritage Foundation, 9 June 2005. 1. Print.