მური (გუმფისი)
მური (ბერძნ. myron), ზმირინი (ბერძნ. smyron) — არომატული გუმფისი, რომელსაც გამოყოფს ბურსერისებრთა ოჯახის კომიფორას გვარის ხეების (Commiphora abyssinica და Commiphora schimperi იზრდებიან სამხრეთ არაბეთსა და ეთიოპიაში) ღერო დასერვის შემდეგ. ჰაერზე მური მაგრდება. სასიამოვნო სუნი და მწარე გემო აქვს. ანტისეპტიკური თვისებების გამო გამოიყენება პირში გამოსავლებად (ნაყენის სახით), ჭრილობებზე მოსაყრელად, სალბუნისა და მალამოს დასამზადებლად. ძველად საკმევლადაც იყენებდნენ.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 200.