ტანია ველმანსი (ქალიშვილობის გვარი — გუბიდელნიკოვა; ბულგ. Таня Георгиевa Губиделникова-Велманс, ფრანგ. Tania Velmans; დ. 6 იანვარი, 1938, ქ. სოფია, — გ. 2022) — ბულგარული წარმოშობის ფრანგი ხელოვნების ისტორიკოსი, ბიზანტინისტი.

ტანია ველმანსი
ფრანგ. Tania Velmans
დაბ. თარიღი 1938[1] [2] [3] [4] [5]
დაბ. ადგილი სოფია
გარდ. თარიღი 2022
მოქალაქეობა  საფრანგეთი
საქმიანობა ხელოვნებათმცოდნე
ალმა-მატერი უმაღლესი კვლევების პრაქტიკული სკოლა
მამა Georgi Gubidelnikov - Son

1961 წლიდან ცხოვრობდა პარიზში. დაამთავრა „უმაღლესი კვლევების პრაქტიკული სკოლა“ (1964). მუშაობდა სამეცნიერო კვლევა-ძიებათა ეროვნულ ცენტრში, შემდეგ იყო ამ დაწესებულების დირექტორი. სადოქტორო დისერტაცია მიუძღვნა შუა საუკუნეების დასასრულის ბიზანტიურ მხატვრობას (1974). 1979 წელს ანდრე გრაბართან ერთად დააარსა ხელოვნების ისტორიისადმი მიძღვნილი პერიოდული კრებული „არქეოლოგიური რვეულები“ (Cahiers Archéologiques).

ველმანსის შრომები ძირითადად ბიზანტიურ, ქართულ და სომხურ ხელოვნებას ეძღვნება. აქვს ნაშრომები ხელნაწერთა მორთულობის შესახებ. არის ქართული ხელოვნებისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სიმპოზიუმებისა და სხვა ყრილობათა მონაწილე, წაიკითხა მოხსენებები: II სიმპოზიუმზე (1977) — „ვედრების სცენა ქართ. კედლის მხატვრობაში”, III სიმპოზიუმზე (1980) — „დაკვირვებანი იერუსალიმში შესვლის იკონოგრაფიაზე სვანეთის ეკლესიებში”; IV სიმპოზიუმზე (1983) — „ზენობნის ეკლესიის ფრესკები და წმ. ევსტათის ხილვის თემა საქართველოში”. ავტორია რამდენიმე წიგნისა და სამეცნიერო პერიოდიკაში გამოქვეყნებული მრავალი ათეული სპეციალური ნარკვევისა, მ. შ. წერილებისა ქართული ფრესკების, ცალკეული ძეგლების, მათთან დაკავშირებული პრობლემების, უმეტესად, იკონოგრაფიის საკითხების შესახებ [მაგ., „არქეოლოგიურ რვეულებში” დაბეჭდილი წერილები: „ყინწვისის ღვთისმშობლის ეკლესიის ფრესკები”, “მოციქულთა ზიარების უნიკალური გამოსახულება” (XXVII, 1978), „ვედრების გამოსახულება საქართველოს ეკლესიებსა და ბიზანტიური სამყაროს სხვა რეგიონებში” (XXIX, 1981), „წალენჯიხის ეკლესიის საკურთხევლის დეკორი” (XXXVI, 1988)].

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • Une image paléochrétienne rare au baptistère de Pitzunda: «Actas del VIII Congresso internacional de Arqueologia cristiana», Barcelona, 1972.
  • Icones médiévales de Géorgie: «Archéologie», Juillet, 1982.
  • Observations sur la peinture murale en Géorgie au début du XIII-e siècle: «Actes du colloque de Halle», 1989.
  • Une icone du Musée de Mestia et le thème des Quarantes Martyrs en Géorgie: «Zograf», № 14, Belgrade, 1989.
  • Le Miroir de l’invisible. Paintures at architectures en Géorgie (avec une contribution sur l’architecture de Adriano Alpago Novello), Paris, 1996.

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. Deutsche Nationalbibliothek Record #121583775 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. Persée — 2005.
  3. Catalogue of the Library of the Pontifical University of Saint Thomas Aquinas
  4. NUKAT — 2002.
  5. AlKindi