ანდრე გრაბარი
ანდრე გრაბარი (ფრანგ. André Grabar; დ. 26 ივლისი, 1896, კიევი, უკრაინა — გ. 5 ოქტომბერი, 1990, პარიზი, საფრანგეთი) — ხელოვნების ისტორიკოსი, ადრინდელი ქრისტიანული და ბიზანტიური ხელოვნების მკვლევარი.
დაიბადა უკრაინაში, განათლება მიიღო კიევში, პეტერბურგსა და ოდესაში. მოღვაწეობდა ბულგარეთში (1919-1922), საფრანგეთში (1922-1958) და ამერიკის შეერთებულ შტატებში (1958-1990). ძირითადად წერდა ფრანგულად. იყო პარიზის კოლეჟ დე ფრანსისა და ეკოლ დეზ-ოტ-ეტიუდის პროფესორი, საფრანგეთის წარწერათა და ბელეტრისტიკის აკადემიისა და მრავალი სხვა ქვეყნის სამეცნიერო საზოგადოებისა და აკადემიის წევრი. ავტორია ფუნდამენტური ნაშრომებისა, რომლებშიც განხილულია გვიანდელი ანტიკური და ადრინდელი შუა საუკუნეების ბიზანტიისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების იკონოგრაფიის, მხატვრობისა და გამოყენებითი ხელოვნების, ხუროთმოძღვრების ისტორიის საკითხები. ზოგ მათგანში განხილულია ძველი ქართული ხელოვნების ძეგლებიც. მისი შვილი ოლეგ გრაბარი (1929–2011) იყო ხელოვნების ისტორიკოსი და არქეოლოგი, ისლამური კულტურის მკვლევარი.
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- L’ Empereur dans l’art byzantin. Recherches sur l’art officiel de l’Empire d’Orient, P., 1936;
- Byzantine painting. Historical and critical Study, Geneva, 1953; Les revêtements en or et en argent des icones byzantines du Moyen-âge, Venise, 1975.
ლიტერატურა
რედაქტირება- ბერიძე, ვ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 133.
- Maguire, Henry. 'André Grabar, 1896-1990', in Dumbarton Oaks Papers; 45 (1991), pp. xii-xv. JSTOR