ტალღები (ინგლ. The Waves) — ვირჯინია ვულფის 1931 წელს გამოცემული რომანი. „ტალღები“ ვულფის ყველაზე ექსპერიმენტული რომანია. მასში ექვსი მთავარი გმირია, რომლებიც ამბავს პირველ პირში გადმოსცემენ. რომანის მიხედვით გადაღებულია ფილმი (1982, რეჟ.: ანეტ აპონი)

ტალღები
ჟანრი ექსპერიმენტული რომანი
ავტორი ვირჯინია ვულფი
მშობლიური ენა ინგლისური
დაწერილია 1931
დაწერის ადგილი გაერთიანებული სამეფო
წინა ორლანდო
შემდეგი The Years
ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

რომანის გმირები სამი მამაკაცი და სამი ქალი არიან. ტექსტი დაყოფილია ცხრა თავად, რომლებიც ქრონოლოგიურად დაკავშირებულია გმირების ცხოვრების სხვადასხვა პერიოდთან. პირველი თავი ეთმობა ბავშვობას, როცა ჯინი, ლუისი, სიუზენი, როდა, ნევილი და ბერნარდი ჯერ კიდევ პატარები არიან და საკუთარი თავი არ აქვთ შეცნობილი. შემდეგ ორ თავში მათი ხასიათები ინდივიდუალურ ნიშან-თვისებებს იძენენ. იწყება მათი სოციალური გათიშვა ერთმანეთისგან. მეორე თავში გოგონები და ბიჭები სხვადასხვა სკოლაში სიარულს იწყებენ. მესამე თავში თითოეული საკუთარ ცხოვრებისეულ გზას ირჩევს: ლუისი ბიზნესმენი ხდება, ბერნარდი და ნევილი სწავლას უნივერსიტეტში აგრძელებენ, სიუზენი მშობლიურ სოფელში ბრუნდება, როდა და ჯინი კი ლონდონში აგრძელებენ ცხოვრებას. მეოთხე თავში გმირები, რომლებიც ერთამნეთისგან განსხვავებული ადამიანები გახდნენ, ერთად იკრიბებიან, თუმცა მაინც საკუთარ სამყაროში ჩაკეტილ არსებებად რჩებიან.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება