ტალღებთან მებრძოლი

ტალღებთან მებრძოლი — რეჟისორ ლარს ფონ ტრიერის 1996 წლის დრამა, ტრილოგია „ოქროს გულის“ პირველი ფილმი. ფილმმა მიიღო კანის კინოფესტივალის გრან პრი და სეზარი საუკეთესო უცხოური ფილმისთვის.

„ტალღებთან მებრძოლი“
ჟანრი მუსიკალური დრამა
დამდგმელი რეჟისორი ლარს ფონ ტრიერი
პროდიუსერი ვიბეკე ვინდალოვი, პიტერ ოლბეკ იენსენი
სცენარის ავტორი ლარს ფონ ტრიერი
როლებში ემილი უოტსონი, სტელან შარსგორდი
მუსიკა ბიორკი
ოპერატორი რობი მიულერი
მონტაჟი ანდერს რეფნი
დისტრიბუტორი October Films
გამოსვლის თარიღი 5 ივლისი, 1996
ხანგრძლივობა 158 წუთი
ქვეყანა დანია
ენა ინგლისური
ბიუჯეტი $ 7,5 მლნ
შემოსავალი $3 803 298
შემდეგი იდიოტები

სიუჟეტი რედაქტირება

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

ბესი შოტლანდიის ჩრდილო-დასავლეთში მდებარე შორეული, მორწმუნე თემის წევრია. ის გაიცნობს ზღვაში ჭაბურღილზე მომუშავე იანს, შეუყვარდება ის და ცოლადაც გაჰყვება, მიუხედავად იმისა, რომ ოჯახი და თემი წინააღმდეგია. იანი ქორწინების შემდეგ გემზე მიდის სამუშაოდ. ბესი ღმერთს შესთხოვს, რომ იანი მუდსმ მასთან იყოს და იანი ბრუნდება კიდეც, ჭაბურღილზე მომხდარი უბედური შემთხვევის გამო ის მძიმედ დაშავდა და შესაძლოა სამუდამოდ ინვალიდად დარჩეს. ბესი გადაწყეტს, თავი გაწიროს იანის გადასარჩენად.

როლებში რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება