ტალინის ებრაული სკოლა
ტალინის ებრაული სკოლა (ესტ. Tallinna Juudi Kool) — ერთადერთი ებრაული სკოლა ესტონეთში. მდებარეობს ტალინის ცენტრში. დაარსდა 1924 წლის 3 თებერვალს, როგორც გიმნაზია. სკოლის გვერდით მდებარეობს ტალინის სინაგოგა.
ტალინის ებრაული სკოლა Tallinna Juudi Kool | |
---|---|
დაარსდა: | 1924 |
დირექტორი: | იგორ ლირისმანი |
ტიპი: |
გიმნაზია (1924-1190) სკოლა (1990-დღემდე) |
მოსწავლე: | 200 |
მისამართი: | ტალინი, ჰარიუმაა, ესტონეთი |
კოორდინატები: | 59°26′19″N 24°45′58″E / 59.4386331° ჩ. გ. 24.7660697° ა. გ. |
ვებ–გვერდი: | www.jkool.tln.edu.ee |
ისტორია
რედაქტირებატალინის ებრაული გიმნაზია დაარსდა 1924 წელს. 1924 წლის 3 თებერვალს, მისი გახსნიას ცერემონიალს ესწრებოდა ესტონეთის პირველი პრეზიდენტი — კონსტანტინ პიატსი, ესტონეთის განათლების მინისტრი და ტალინის მერი. მეორე მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ, 1940 წლის 21 სექტემბერს, ნაცისტურმა ხელისუფლებამ გიმნაზიის დახურვა ოფიციალურად გამოაცხადა[1]. ომის მიმდინარეობის პერიოდში და მის შემდეგაც, გიმნაზიის ადგილას საზღვაო არმიის ცენტრი არსებობდა. 1990 წლის 1 სექტემბერს, ტალინის ებრაული გიმნაზია მეორედ გაიხსნა[2][3], 350 მოსწავლით და სკოლად გადაკეთდა.
ინფორმაცია სკოლის შესახებ
რედაქტირებაამჟამად, ტალინის ებრაულ სკოლაში 30 მასწავლებელი მოღვაწეობს და ამასთან დამატებით, ებრაული ენის მასწავლებელი, რომელიც მიწვეულია ისრაელიდან. ყოველწლიურად, სკოლაში ხორციელდება სარემონტო სამუშაოები, მაგრამ იმის გამო, რომ სკოლის შენობა ძალიან ძველია, მთავარი კონსტრუქციის პრობლემები ბევრია. სახელმწიფოს არ შეუძლია სკოლისთვის ფულის გამოყოფა, რადგანაც იგი ესტონეთის ებრაული საზოგადოების კერძო საკუთრებას წარმოადგენს. ტალინის ებრაულ სკოლაში ისწავლება სამი დამატებითი საგანი: ებრაული ენა, ებრაელების ისტორია და ებრაული ტრადიციები.
- სწავლის დაწყება — 08:45;
- გაკვეთილის ხანგრძლივობა — 45 წუთი;
- სასწავლო დღეების რაოდენობა — 175 დღე წლის განმავლობაში;
- სკოლაში არსებობს მოსწავლეთა თვითმმართველობა;
- არსებობს გახანგრძლივებული სწავლის ჯგუფი;
- სწავლების ენა — რუსული.
სკოლის დირექტორები
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- სკოლის ვებ-გვერდი
- Архив Эстонских Евреев დაარქივებული 2008-12-22 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Avaleht. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-01-24. ციტირების თარიღი: 2016-03-28.
- ↑ Estonia. The Virtual Jewish History Tour. The American-Israeli Cooperative Enterprise. ციტირების თარიღი: 12 April 2011.
- ↑ The Jewish Community in Estonia. About Estonia. Estonia.eu. დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 ივლისი 2011. ციტირების თარიღი: 12 April 2011.