ტალავერის ეკლესია

ტალავერის ეკლესიაარქიტექტურული ძეგლი ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტალავერში. აგებულია XVI-XVIII საუკუნეებში.

ეკლესია დარბაზული ტიპისაა, ნაგებია ნატეხი ქვით დუღაბზე. წყობა არეულია. შესასვლელი ჩრდილოეთიდან აქვს. ნახევარწრიული აფსიდა მხრითაა გამოყოფილი. აფსიდაში ორი სწორკუთხა ნიშაა, რომლებიც სარკმლის აქეთ-იქითაა მოთავსებული. ტაძრის გარშემო საკმაოდ ფართო მანძილზე გვიანი შუა საუკუნეების სასაფლაოა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 39388