ტაკამაკა
ტაკამაკა (ფრანგ. Takamaka) — სეიშელის კუნძულების ერთ-ერთი რაიონი, მდებარეობს კუნძულ მაეს სამხრეთში.
ოლქი | |
---|---|
ტაკამაკა ფრანგ. Takamaka | |
ქვეყანა | სეიშელის კუნძულები |
კოორდინატები | 4°47′00″ ს. გ. 55°31′00″ ა. გ. / 4.78333° ს. გ. 55.51667° ა. გ. |
ფართობი | 14,4 კმ² |
მოსახლეობა | 2825[1][2] კაცი (2010) |
სიმჭიდროვე | 196,18 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
ოფიციალური საიტი | http://localgovernment.gov.sc/takamaka |
მოსახლეობის ეკონომიკური აქტივობა გამოიხატება ადგილობრივ ტრადიციულ სოფლის მეურნეობაში და თევზჭერაში. არსებობს ტურიზმთან დაკავშირებული ზოგიერთი ინფრასტრუქტურა, რომელიც მოიცავს 4 მინი ოტელს.
მოსახლეობის უმრავლესობა დაკავებულია მომსახურების სფეროთი და ვაჭრობით (სახელმწიფო სამსახური, კერძო კომერცია (ტურიზმის ჩათვლით).
როგორც ყველა ოლქში, ტაკამაკაშიც ფუნქციონირებს სკოლა, სამედიცინო ცენტრი, პოლიციის უბანი და ოლქის ადმინისტრაცია, რომლებიც ადგილობრივი კათოლიკური ეკლესიის ირგვლივ ან სიახლოვეს არიან განლაგებულნი.
ოლქიდან ერთ საათში ავტობულით შესაძლებელია 25 კმ-ით დაშორებულ დედაქალაქ ვიქტორიაში ჩასვლა. რეგულარული საავტობუსო მარშრუტი მუშაობს ყოველდღე დაახლოებით 05.30 საათიდან 20.00 საათამდე.