ტაიმერი (ინგლ. Timer) — საკონტროლო-მარეგულირებელი ხელსაწყო, რომელიც დროის გარკვეულ მონაკვეთში ავტომატურად ჩართავს (ან გამორთავს) საწარმოო ან საყოფაცხოვრებო დანიშნულების სისტემას, მანქანას ან აპარატს, ანდა იძლევა სიგნალს მათი ჩართვის (ან გამორთვის) მომენტის დადგომის შესახებ. მოქმედების პრინციპის მიხედვით განასხვავებენ მექანიკურ, ჰიდრავლიკურ, პნევმატურ და ელექტრულ ტაიმერებს. ტაიმერში სამუშაო დროის ინტერვალი ისეა მოცემული, როგორც დროის რელეში. ტაიმერი ერთჯერადი, მრავალჯერადი და ციკლური მოქმედებისაა. დიდი სიზუსტე და საიმედოობა ახასიათებს საათის ბაზაზე აგებულ ტაიმერს.

მექანიკური ტაიმერი

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება