ტაგალური ვიკიპედია
ტაგალური ვიკიპედია (Wikipediang Tagalog) — ვიკიპედიის განყოფილება ტაგალურ ენაზე. თავისუფალი ენციკლოპედია. გაეშვა 2003 წლის 1 დეკემბერს. ტაგალური ვიკიპედია სტატიების რაოდენობით ფილიპინურ ენებზე არსებულ ვიკიპედიებს შორის მხოლოდ ვარაიულ ვიკიპედიას ჩამორჩება, რომელიც მოიცავს დაახლოებით 110 ათას სტატიას. 2012 წლის ოქტომბრის მდგომარეობით ტაგალურ ვიკიპედიაში არსებობს დაახლოებით 57 ათასი სტატია. ვიკიპედიის ტაგალურენოვანი განყოფილების ფუძემდებელია ეჟენ ალვინ ვილიარი, რომელიც ამასთანავე იყო ტაგალური ვიკიპედიის პირველი ადმინისტრატორი. 2011 წლის თებერვლისთვის შეიცავდა 50 ათასზე მეტ სტატიას. აქტიურ მომხმარებელთა რიცხვი დაახლოებით 100-მდეა. ჰყავს 11 ადმინისტრატორი.
ტაგალური ვიკიპედია Wikipediang Tagalog | |
---|---|
მისამართი: | tl.wikipedia.org |
კომერციული: | არა |
საიტის ტიპი: | ქსელური ენციკლოპედია |
რეგისტრაცია: | არა არის სავალდებულო |
ენა: | ტაგალური |
მფლობელი: | ფონდი ვიკიმედია |
სტატიების რაოდენობა: | 48 055 |
გვერდების რაოდენობა: | 244 332 |
რედაქტირებების რაოდენობა: | 2 137 084 |
დარეგისტრირებული მომხმარებელი: | 146 725 |
აქტიური მომხმარებელი: | 130 |
ადმინისტრატორი: | 10 |
სიღრმე: | 145.9 |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება