სხლების ეკლესიის ნანგრევი

სხლების ეკლესიის ნანგრევი — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ წორბისში. აგებულია შუა საუკუნეებში.

ეკლესია შემორჩენილია ქვის გროვის სახით, ალაგ-ალაგ შეინიშნება დუღაბიც. ჯავის რაიონის სოფელ სხლებიდან ჩამოსახლებულმა მოსახლეობამ დიდი ხნის წინათ ააგო ეკლესია და მას თავისი სოფლის სახელი დაარქვა. ეკლესია ამჟამად თითქმის განადგურებულია.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • შიდა ქართლი, ზნაურის (ყორნისი) რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. II, 2004