სქოლიო (ბერძნ. scholia, მრ. რ. scholion – ახსნა, განმარტება) — დამატებითი ტექსტი (განმარტება, წყარო, რედაქტორის შენიშვნა და ა. შ.), რომელიც მოთავსებულია სვეტის ძირში. ძირითადი ტექსტისგან გამოყოფილია სწორი ხაზით. სქოლიოს აწყობენ უფრო წვრილი კეგელით და დასმული აქვს ნიშანი (ციფრი ან ვარსკვლავი), რომელიც ძირითადი ტექსტის განსამარტავ ნაწილთან დასმული ნიშნის იდენტურია. სქოლიოს ნუმერაცია ან მიყოლებულია, ან დალაგებულია თავების (დარგების) მიხედვით.

ლიტერატურა

რედაქტირება