სური რიოსი
სური მაიტე რიოს სოსა დე უელერი (ესპ. Zury Mayté Ríos Sosa de Weller; დ. 24 იანვარი, 1968, გვატემალა, გვატემალა) — გვატემალელი მემარჯვენე მიმართულების პოლიტიკური მოღვაწე. გვატემალის პარლამენტის დეპუტატი 1996 წლიდან 2012 წლამდე. 2004 წლიდან 2011 წლამდე ხელმძღვანელობს პარტიას გვატემალის რესპუბლიკური ფრონტი. იგი არის გვატემალის ყოფილი პრეზიდენტის ხოსე ეფრაინ რიოს მონტის შვილი და აქტიური მომხრე. 2015 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში იყო პარტია VIVA-ს კანდიდატი. მიიღო 286 730 ამომრჩევლის ხმა (ანუ 5,97 %) და 14 კანდიდატს შორის პირველ ტურში დაიკავა მეხუთე ადგილი
სური რიოსი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 24 იანვარი, 1968 (56 წლის) |
დაბადების ადგილი | გვატემალა |
მოქალაქეობა | გვატემალა |
განათლება | ფრანსისკო მაროკინის უნივერსიტეტი |
მამა | ხოსე ეფრაინ რიოს მონტი |
დედა | მარია ტერესა სოსა |
მეუღლე/ები | ჯერი უელერი და Gregory Charles Smith[1] |
zuryrios.com | |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა 1968 წლის 24 იანვარს გენერალ ეფრაინ რიოს მონტის და მარია ტერესა სოსას ოჯახში. ახალგაზრდობიდანვე მონაწილეობდა პოლიტიკურ პროცესებში, ზოგჯერ მკაცრ და დრამატულ პერიოდშიც. სური რაიოსი იყო 10 წლის, როდესაც ეფრაინ რიოს მონტმა შეიცვალა რელიგია და კათოლიციზმის შემდეგ აღიარა პროტესტანტიზმის მიმდინარეობა ევანგელისტური ქრისტიანობა. 14-15 წლის ასაკში მოუსწრო მამამისის პრეზიდენტობამ და გვატემალის სამოქალაქო ომის ქარცეცხლმა. 16 წლის იყო, როდესაც დაკარგა ძმა, სამხედრო ექიმი ომერო რიოს სოსა, რომელიც დაიღუპა თვითმფრინავის ავარიის დროს, რომელსაც გადაჰყავდა დაჭრილები. მას ჩამოუყალიბდა მემარჯვენა ანტიკომუნისტური შეხედულებები.
დაწყებითი განათლება სური რიოსმა მიიღო მადრიდში, სადაც ეფრაინ რიოს მონტი გვატემალის სამხედრო ატაშედ მუშაობდა. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ დაასრულა ფრანსისკო მაროკინის უნივერსიტეტის სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტი. პოლიტიკურ კურსებს ისმენდა ვაშინგტონში და ტაიბეიში.
1998 წლიდან დაიწყო სოციოლოგიისა და ეკონომიკის სწავლება ქრისტიანული სიტყვის ევანგელისტურ სკოლაში, შემდეგ კი მუშაობდა დაწყებითი კლასის მასწავლებლად.
პოლიტიკური კარიერა
რედაქტირება1989 წელს სური რიოსი გახდა კონსერვატიულ-პოპულისტური პარტიის გვატემალის რესპუბლიკური ფრონტის წევრი, რომელიც შექმნა მისმა მამამ. პარტიაში დაკავდა საქმის წარმოებით და საერთაშორისო კონტაქტებით. 1995 წელს აირჩიეს პარლამენტში. შედიოდა ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური უზრუნველყოფისა და საგარეო საქმეების კომისიებში. ასევე დაკავებული იყო გენდერული საკითხებით, სოციალური პოლიტიკით, საერთაშორისო ურთიერთობებითა და შიდსთან და მოწევასთან დაკავშირებული პრობლემებით.
სური რიოსის პოლიტიკური პოზიცია დაემთხვა პარტიის ოფიციალურ მოძღვრებას. ამავე დროს, იგი ხაზს უსვამს იმას რომ მამამისის ულტრამემარჯვენე შეხედულებებმა და მისი პოლიტიკური მემკვიდრეობა მისთვის შთაგონების წყაროა. 2003 წლის ივლისშ სური რიოსი იყო „შავი ხუთშაბათის“ ერთ-ერთი ორგანიზატორი. მასობრივი არეულობების დროს მოითხოვდნენ უფლება მიეცათ ეფრაინ რიოს მონტისათვის კანდიდატურა წამოეყენებინა საპრეზიდენტო არჩევნებში[2].
2004 წელს სური რიოსმა ეფრაინ რიოს მონტი შეცვალა პარტიის ხელმძღვანელის თანამდებობაზე. მისი ხელმძღვანელობით პარტიამ შეინარჩუნა თავისი წინა პოზიცია რიოსმონტიზმი და კონსერვატიული რესპუბლიკანიზმი. თუმცა პარტიაში გაძლიერდა ლიბერალური ტენდენციები, პარტია ნელ-ნელა გამოდიოდა რიოს მონტის მმარტელობის პერიოდის ტრადიციული პრინციპებიდან. 2011 წელს სური რიოსის კანდიდატურაზე ვერ შეთანხმდნენ. მალევე მან დაასრულა უფლებამოსილება და წავიდა პარტიიდან. 2012 წელს კი დასრულდა მისი სადეპუტატო უფლებამოსილებაც.
პოლიტიკური კომენტატორები, განსაკუთრებით პერუელები სური რიოსს ადარებდნენ კეიკო ფუხიმორის[3].
გვატემალის რესპუბლიკური ფრონტის დატოვების შემდეგ სური რიოსი გახდა პარტია VIVA-ს და გვატემალელი მემარჯვენეების აქტიური ლიდერი. 2013 წელს მისი მოღვაწეობის ძირითადი მიმართულება იყო ეფრაინ რიოს მონტის დაცვა სასამართლო დევნისაგან. ექს-პრეზიდენტის წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენი სასამართლო ხელისუფლებამ გააუქმა რადგან იყვნენ მასობრივი აქციებისა და შეიარაღებული არეულობისა მუქარის ქვეშ[4]. სური რიოსი კატეგორიულად ეწინააღმდეგება მამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოთავსებას სასამართლო ექსპერტიზის გამო[5].
2015 წელს სური რიოსის კანდიდატურა საკუთარმა პარტიამ წამოაყენა საპრეზიდენტო არჩევნებში[6]. 2015 წელს უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ მას აუკრძალა არჩევნებშ მონაწილეობა, რადგან იყო ყოფილი დიქტატორის შთამომავალი[7]. სური რიოსმა სასამართლოშ გაასაჩივრა გადაწყვეტილება[8].
პირველ ტურში სური რიოსმა დაიკავა 14 კანდიდატს შორის მეხუთე ადგილი. არჩევნებში კი გაიმარჯვა ასევე მემარჯვენე ჯიმი მორალესმა[9].
პირადი ცხოვრება
რედაქტირებასური რიოსი ოთხჯერაა გათხოვილი, მისი ქმრები იყვნენ: პოლიტიკური აქტივისტი ხეოვანი ჩავესი, პარლამენტის დეპუტატი ხოსე გარსია ბრავატი, მეწარმე რობერტო ლოპეს ვილიატორო.
2004 წლის 20 ნოემბერს ცოლად გაჰყვა ამერიკელ იურისტსა და პოლიტიკოსს ჯერი უელერეს, რომელიც არის აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრი რესპუბლიკური პარტიიდან.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ https://www.elhitgt.com/2020/09/zury-rios-se-prepara-para-su-quinto.html
- ↑ El congresista y la hija del dictador. La carrera política de Zury y la boda
- ↑ La 'Keiko Fujimori' de Guatemala
- ↑ El Constitucional de Guatemala anula la condena al exdictador Ríos Montt
- ↑ El exdictador guatemalteco Ríos Montt no es consciente de la realidad, dice su hija
- ↑ Entregan credenciales al binomio de VIVA. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-07-28. ციტირების თარიღი: 2015-07-30.
- ↑ Inscripción Zury Ríos un «enredo» legal. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-07-10. ციტირების თარიღი: 2015-07-30.
- ↑ Genocide case against former Guatemalan dictator could be dismissed
- ↑ Правильный правый. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2020-02-23.