სურაია სადრადინ კიზი ყაჯარი (აზერ. Sürəyya Sədrəddin qızı Qacar; დ. 1 მაისი, 1910 — გ. 27 ივლისი, 1992) — აზერბაიჯანელი საბჭოთა მომღერალი ქალი (მეცო-სოპრანო), აზერბაიჯანის სახალხო არტისტი ქალი (1954).[1]

სურაია ყაჯარი
ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 1 მაისი 1910
დაბ. ადგილი შუშა, აზერბაიჯანი
გარდ. თარიღი 27 ივლისი 1992
გარდ. ადგილი ბაქო, აზერბაიჯანი

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა 1910 წლის 1 მაისს ქალაქ შუშაში. 1927 წელს დაამთავრა ბაქოს პედაგოგიური ტექნიკუმი. 1927 წლიდან 1939 წლამდე იყო აზერბაიჯანის სახელმწიფო ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი ქალი. 1940 წლიდან იყო აზერბაიჯანის სახელმწიფო ფილარმონიის სოლისტი. 1968 წლიდან — კონსულტანტ-მასწავლებელი ვოკალში.[1]

ყაჯარის ხელოვნებაში ძირითად ადგილს იკავებდა აზერბაიჯანული სიმღერები და მუღამი, ასევე საბჭოთა ხალხების სიმღ%ერები და საბჭოთა კომპოზიტორების ნაწარმოებები.[1][2]

  1. 1.0 1.1 1.2 Гаҹар Сүрәјја Сәдрәддин гызы. Под ред. Дж. Кулиева. Азербайджанская советская энциклопедия. Главная редакция Азербайджанской советской энциклопедии. 1979.
  2. Вюгар Орхан. Календарь 1-5 мая დაარქივებული 2011-06-27 საიტზე Wayback Machine. газета «Mədəniyyət» 4 мая 2011.