სუპრუნოვის სახლი (რუს. Особняк Супрунова) — შენობა დონის როსტოვში. მდებარეობს პუშკინის ქუჩაზე (სახლი 79). აგებულია XX საუკუნის დასაწყისში და ეკუთვნოდა ცნობილ ხორბლის მეწარმეს ივანე სუპრუნოვს[1]. სუპრუნოვის სახლს გააჩნია რუსეთის ფედერაციის რეგიონული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი[2].

სუპრუნოვის სახლი
რუს. Особняк Супрунова
მდებარეობა რუსეთი, დონის როსტოვი
გახსნის თარიღი XX საუკუნის დასაწყისი
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი

სუპრუნოვის სახლი ააშენეს XX საუკუნის დასაწყისში. მასში სუპრუნოვი ცხოვრობა თავის ოჯახთან ერთად. ამ სახლის მშენებლობასთან დაკავშირებულია ქალაქური ლეგენდა. თითქოს სუპრუნოვს იტალიაში მოგზაურობის დროს გადაუწყვეტია ნეაპოლის (სხვა ვერსიით გენუის) ქუჩებში გასეირნება. ვაჭარი მოიხიბლა ერთი სახლით და გადაწყვიტა, რაც არ უნდა დაჯდომოდა ეყიდა იგი და გადმოეტანა როსტოვში. ვაჭარმა თავისი სურვილი სახლის მეპატრონეს გააცნო. მეპატრონე თავიდან წინააღმდეგი იყო, მაგრამ სუპრუნოვმა იმდენად დიდი თანხა შესთავაზა, რომ იგი დათანხმდა. სახლი დაშალეს, დატვირთეს გემზე და გადმოიტანეს როსტოვში. სახლი ააგეს როსტოვში, ამ პროცესს ზედამხედველობას თავად სუპრუნოვი უწევდა[1]. არსებობს ვარაუდი, რომ სახლის იტალიური წარმოშობა მოგონილია თვით სუპრუნოვის მიერ, რათა ყურადღება მიემართა თავისი ბიზნესკისაკენ[3][4]. მეორე ვერსიის თანახმად სახლი აგებულია ადგილობრივი მასალებით[3].

საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ მოახდინეს სახლის ნაციონალიზაცია. სუპრუნოვი დააპატიმრეს და დაიკარგა უგზო-უკვლოდ[3]. მეორე მსოფლიო ომის დროს სახლი სერიოზულად დაზიანდა: განადგურდა მარმარილოს მოპირკეთება, სახურავი და პარაპეტები[1].

1950-იან წლებში სახლს ნეოკლასიკური რემონტი ჩაუტარეს. თავდაპირველი დეკორისაგან შემორჩენილია სარდაფის სართულის მოსაპირკეთებელი შავი მარმარილო[1].

არქიტექტურა

რედაქტირება

სასახლე მოპირკეთებულია მარმარილოს და მაიოლიკის მასალით. ფანჯრები დასრულებულია ნახევრაწრიული რელიეფებით. ცენტრალური შესასვლელი გაფორმებულია მარმარილოს მასალით.

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 Волошинова Л. Ф. Бульварная площадь. — Ростов-на-Дону: Донской издательский дом, 2001. — С. 85—94. — (Серия "Судьбы улиц, площадей, зодчих"). — ISBN 5-87-688-202-X.
  2. Ростов-на-Дону (объекты культурного наследия регионального значения). Официальный портал Правительства Ростовской области. ციტირების თარიღი: 2013-09-23.
  3. 3.0 3.1 3.2 Развенчание мифа. Деловой Ростов. ციტირების თარიღი: 2013-11-04.[მკვდარი ბმული]
  4. Сергей Кисин. (2010-06-15) Осколки прекрасного. rostov-dom.info. ციტირების თარიღი: 2013-11-04.