სუპინატორული კუნთი

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

სუპინატორი წინამხრის უკანა განყოფილებაში მოთავსებული ფართო კუნთია, რომელიც სხივის ძვლის ზედა მესამედზეა გადახვეული და რომლის ფუნქცია წინამხრის სუპინაციაში (გარეთ ბრუნვაში) მდგომარეობს. [1] [2]

სუპინატორული კუნთი
სუპინატორული კუნთის მდებარეობა
ლათინური musculus supinator
სისტემა საყრდენ-მამოძრავებელი სისტემა
არტერია სხივის შებრუნებული არტერია (a. recurrens radialis)
ნერვი სხივის ნერვი (n. radialis)


სტრუქტურა

რედაქტირება

სუპინატორი შედგება ორი ბოჭკოვანი კონისგან, მათ შორის მოთავსებულია სხივის ნერვის ღრმა ტოტი. ზედაპირული კონა იწყება მყესით, ხოლო ღრმა - კუნთოვანი ბოჭკოებით[3] იდაყვის ძვლის სუპინატორული ქედიდან (crista interossea), მხრის ძვლის ლატერალური ზედაროკიდან (epicondylus lateralis), სხივის გვერდითი იოგიდან (ligamentum collaterale radiale) და სხივის მრგვალი იოგიდან (lig. anulare radii).[4]

ინერვაცია

რედაქტირება

სუპინატორულ კუნთს აინერვირებს სხივის ნერვის ღრმა ტოტი, რომელიც გადადის უკანა ძვალთაშორის ნერვში (n. interosseus antebrachii posterior) სუპინატორული კუნთიდან გამოსვლისას.

სხივის ნერვი იყოფა ღრმა, და ზედაპირულ-სენსორულ ტოტებად სუპინატორული კუნთის მახლობლად. ასეთი განლაგება ხელსაყრელ პირობებს ქმნის ღრმა ტოტის დახშობისთვის, რის შედეგადაც შეიძლება მოხდეს ამ ნერვით ინერვირებული კუნთების სელექტიური პარალიზი (გამშლელი კუნთები, ცერის გრძელი გამზიდველი კუნთი.) [5]

ვარიაცია

რედაქტირება

სხივის ღრმა ნერვი შემთხვევათა 70%-ში გადის სუპინატორული კუნთის მუცელში, სხვა შემთხვევაში - სუპინატორულ რკალში (სუპინატორის ზედაპირული შრის ბოჭკოვანი რკალი.)

სუპინატორულ კუნთს მტევანი მოჰყავს სუპინირებულ პოზიციაში.

იგი უმეტეს შემთხვევაში ბიცეპსთან ერთად მოქმედებს, მაგრამ არა მაშინ, როცა იდაყვის სახსარი გაშლილია .[6]

ეტიმოლოგია

რედაქტირება

ტერმინი "სუპინატორი" აღვნიშნავს სხეულის ნებისმიერი კუნთს, რომელიც სუპინატორულ ფუნქციას ასრულებს. ძველ წყაროებში, ტერმინით "supinator longus" (გრძელი სუპინატორი) აღნიშნავდნენ მხარსხივის კუნთს (m. brachioradialis), ხოლო ამ არტიკლში განხილული კუნთი აღინიშნებოდა ტერმინით "supinator brevis" (მოკლე სუპინატორი).

სურათები

რედაქტირება
 
პრონაცია და სუპინაცია
  1. Р. Д. Синелъников: Атлас Анатомии Человека, Том I, გვ. 353
  2. Platzer 2004, p. 168
  3. Gray's Anatomy (1918)
  4. Platzer 2004, Color Atlas of Human Anatomy, Vol. 1: Locomotor System (5th ed.) გვ. 168
  5. Ross and Lampert, Thieme Atlas of Anatomy: General Anatomy and Musculoskeletal System - გვ. 345
  6. "Supinator"