სუნამო (რომანი)
სუნამო — გერმანელი მწერლის პატრიკ ზუსკინდის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ნაწარმოები. მასში მოთხრობილი ამბავი მე-18 საუკუნის საფრანგეთში ხდება. მთავარი გმირი ჟან-ბატისტ გრინუი სუნების აღქმის ფენომენალური ნიჭითაა დაჯილდოებული, მაგრამ მას არაჰუმანური მიზნებისთვის იყენებს. ამ ნაწარმოების მიხედვით რეჟისორის ტომ ტიკვერის მიერ იქნა გადაღებული იმივე სახელწოდების ფილმი 2006 წელს.