სუმუგ-გალა
სუმუგ-გალა (აზერ. Sumuq qala; წახური ენა: Ts'umu g'ala) — თავდაცვითი კოშკი აზერბაიჯანის რესპუბლიკის კახის რაიონის სოფელ ილისუში. აღმართულია XVII საუკუნეში. მთიელი კავკასიელებისათვის დამახასიათებელი თავდაცვითი ნაგებობა. იგი შენდებოდა სახლის მომიჯნავედ და გამოიყენებოდა ოჯახის შესახიზნად მტრების შემოსევის დროს.
სუმუგ-გალა აზერ. Sumuq qala | |
---|---|
მდებარეობა | სოფელი ილისუ, კახის რაიონი, აზერბაიჯანი |
თარიღდება | XVII საუკუნე |
აშენების დროს გამოყენებულია რიყის ქვა, კირი და გამომწვარი აგური.
ამ კოშკის დასახელებასთან დაკავშირებით არსებობს რიგი მოსაზრება. თქმულების მიხედვით კოშკი აშენდა ილისუის მმართველის სუმუ ხანის ბრძანებით, მაგრამ ისტორიულ წყაროებში გვხდება არა სუმუ ხანის, არამედ უსმი ხანის სახელი, ამ წოდებას კი ატარებდა ილისუს სულთანი მაგომედ ხანი.[1][2]
სუმუგ-გალა კი საბჭოთა კავშირში ცნობილი იყო ფილმით „ნუ გეშინია მე შენთან ვარ“[3]. ეს მუსიკალურ-სათავგადასავლო ფილმი გადაიღო იული გუსმანმა. ფილმში მონაწილეობენ ისეთი ცნობილი საბჭოთა მსახიობები როგორებიც არიან: ფოლად ბულბულ ოღლი და ლევ დუროვი.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Şahmərdan Əhmədli. İlisu sultanlığının süqutu. Qax: 1994
- ↑ H.Əzimov, Ş.Əhmədov. Qax abidələri. Bakı: 1998
- ↑ Əsrarəngiz Turizm Mərkəzi – Qax. Zaman 2014