სუმგაითის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სუმგაითის სახელმწიფო უნივერსიტეტი (აზერ. Sumqayıt Dövlət Universiteti) — უმაღლესი საჯარო სასწავლო დაწესებულება აზერბაიჯანის ქალაქ სუმგაითში.
სუმგაითის სახელმწიფო უნივერსიტეტი | |
---|---|
Sumqayıt Dövlət Universiteti (SDU) | |
დაფუძნდა | 2000 |
რექტორი | ელხან ჰუსეინოვი |
სტუდენტი | 8 0000 |
მდებარეობა | სუმგაითი, აზერბაიჯანი |
https://www.sdu.edu.az/az |
უნივერსიტეტი დაარსდა 1962 წელს და ფუნქციონირებდა, როგორც აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობის აკადემიის დისტანციური ფილიალი 1992 წლამდე. 2000 წლის 13 ივნისს სასწავლებელს ეწოდა სუმგაითის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
3500-ზე მეტი სტუდენტი სწავლობს ბაკალავრის ხარისხის 17 მიმართულებით და 200 სტუდენტი მაგისტრატურაში 28 სპეციალობით. უნივერსიტეტს გააჩნია შვიდი განყოფილება: მექანიკა-მათემატიკა, ფიზიკა და ელექტროენერგეტიკა, ქიმია, კომპიუტერული ტექნიკა და ტექნოლოგიები, ეკონომიკა, ისტორია და ფილოლოგია.
სუმგაითის სახელმწიფო უნივერსიტეტი არის ქალაქის მთავარი უნივერსიტეტი.
უნივერსიტეტი არის კავკასიის უნივერსიტეტის ასოციაციის წევრი[1].
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- https://www.sdu.edu.az/az - უნივერსიტეტის ოფიციალური ვებ-გვერდი