სუზანა ვიეირა (პორტ. Suzana Vieira, დ. 23 აგვისტო, 1942) — ბრაზილიელი მსახიობი.

სუზანა ვიეირა
დაბადების სახელი სონია მარია ვიეირა გონსალვესი
დაბადების თარიღი 23 აგვისტო, 1942
სან-პაულუ, ბრაზილია
პროფესია მსახიობი
აქტიური 1960 – დღემდე

ბიოგრაფია

რედაქტირება

სონია მარია ვიეირა გონსალვესი (პორტ. Sônia Maria Vieira Gonçalves) სან-პაულუში, დიპლომატების ოჯახში დაიბადა. სუზანამ კარგი განათლება მიიღო; თავდაპირველად ბალერინობა სურდა, თუმცა მოგვიანებით გეგმები შეცვალა და კინოში წავიდა. მისი სატელევიზიო დებიუტი 1962 წელს შედგა. პირველად რეჟისორ რეისა კარდოზუზე იქორწინა, მაგრამ ქორწინება ვერ შედგა და წყვილი ერთმანეთს დაშორდა. ამ ქორწინებიდან მას ვაჟი როდრიგო დარჩა. მეორე ქმარი პროდიუსერი იყო. მათ ადრევე გადაწყვიტეს განშორება, მაგრამ მოგვიანებით გადაიფიქრეს. ამის მიუხედავად, ბრაზილიელი მსახიობი მაინც დგამს კიდევ ერთ ნაბიჯს და 2006 წელს თავისზე 28 წლით უმცროს პოლიციელს მარსელო სილვუს მიჰყვება. მათ ერთმანეთი ფესტივალზე გაიცნეს იმავე წელს. ბოლო ქორწინება დიდი სკანდალით დასრულდა, სუზანამ აღმოაჩინა, რომ მეუღლე ღალატობდა. 2008 წლის 11 დეკემბერს კი მარსელო გარდაცვლილი იპოვეს. მიზეზად კოკაინის ჭარბდოზირება სახელდება.[1]

ფილმოგრაფია

რედაქტირება

საინტერესო ფაქტები

რედაქტირება

სუზანა იმავე დღეს არის დაბადებული (თუმცა რამდენიმე წლით ადრე), რა დღესაც მისი კოლეგა გლორია პირესი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Ex-marido de Suzana Vieira é encontrado morto - O Globo. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-02-10. ციტირების თარიღი: 2010-10-25.