სუვოროვის ძეგლი (ნოვოჩერკასკი)
სუვოროვის ძეგლი (რუს. Памятник Суворову) — ძეგლი ნოვოჩერკასკში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. ძეგლი ეძღვნება მხედართმთავარს, გენერალისიმუს ალექსანდრე სუვოროვს. გაიხსნა 2004 წელს. ძეგლის ავტორია მოქანდაკე სერგეი ოკუნევი.
სუვოროვის ძეგლი Памятник Суворову | |
---|---|
მდებარეობა | ნოვოჩერკასკი, რუსეთი |
არქიტექტორი | სერგეი ოკუნევი |
თარიღდება | 2004 |
მიძღვნილია | ალექსანდრე სუვოროვი |
გარე სურათები | |
---|---|
სუვოროვის ძეგლი ნოვოჩერკასკში |
ისტორია
რედაქტირებაროსტოვის ოლქში შემთხვევით არ დგას ალექსანდრე სუვოროვის 10-ზე მეტი ძეგლი. მისი სახელი ეწოდება ქუჩებსა და სასწავლო დაწესებულებებს. სუვოროვი მუშაობდა და ხშირად სტუმრობდა დონის მხარეს. გენერალ-პორუჩიკი ალექსანდრე სუვოროვი 1777 წელს დაინიშნა ყუბანის კორპუსის აზოვისპირეთის კომენდანტად. ყუბანის გზაზე აუცილებლად უნდა გაველო წმინდა დიმიტრი როსტოველის ციხესიმაგრე, რომელიც ომის დროს იყო რუსეთის ჯარების ბაზა. სუვოროვმა ყუბანში სამთვიანი ყოფნის პერიოდში მოახდინა გამაგრების სისტემის მოწყობა, მოახდინა თავდაცვის ხაზის ორგანიზება. მდინარე ყუბანის მარჯვენა ნაპირზე მოახდინა ოთხი ციხესიმაგრის აგება.
სუვოროვი დონის მხარეს მეორედ ესტუმრა 1782 წელს ოჯახთან ერთად. ამ პერიოდში წმინდა დიმიტრი დონელის ციხესიმაგრეში განთავსებული იყო სამხედრო კორპუსის შტაბი.
სუვოროვის თხოვნით იმპერატორ ეკატერინე II-სადმი, ყირიმელი სომხები დაასახლეს დონის ტერიტორიაზე, მათ დააარსეს ქალაქი დონის ნახიჩევანი, სოფლები: ყირიმი, ჩალტირი, ბოლშიე-სალი, სულთან-სალი და ნესვეტაი.
ნოვოჩერკასკში 2004 წელს სუვოროვის კიდევ ერთი ძეგლი დადგეს. იგი მდებარეობს რუსეთის შინაგან სამინისტროს სუვოროვის სახელობის სამხედრო სასწავლებლის მახლობლად.
აღწერა
რედაქტირებანოვოჩერკასკში სხვადასხვა დროს მუშაობდა სუვოროვის ორი სამხედრო სასწავლებელი. ერთი ფუნქციონირებდა 1943 წლიდან 1963 წლამდე, ხოლო მეორე ამჟამადაც ფუნქციონირებს. მეორე სასწავლებლის ხელმძღვანელობა, მასწავლებლები და მოსწავლეები იყვნენ ქალაქში გენერალისიმუსის ძეგლის დადგმის ინიციატორები. სუვოროვის სახელს ატარებს შსს-ს სასწავლებელი.
ძეგლის დასადგემლად გამოაცხადეს კონკურსი. კონკურსის განმარჯვებულები გახდნენ მოქანდაკეთა კოლექტივი დონის როსტოვიდან, რომელთაც ხელმძღვანელობდა ტატიანა იაგოდიცნაია. პროექტის განხორციელება დაევალა მოქანდაკე სერგეი ოკუნევს.
ძეგლის საზეიმო გახსნა გაიმართა 2004 წლის 17 დეკემბერს შსს-ს სასწავლებლის კედელთან.
ძეგლი ბრინჯაოს ბიუსტია, რომელიც დგას მრგვალ, მარმარილოს კვარცხლბეკზე. კვარცხლბეკზე არის წარწერა „გენერალისიმუსი ალექსანდრე ვასილის ძე სუვოროვი 1730-1800“. ძეგლის ახლოს ორივე მხარეს დგას თითო ქვემეხი.
ლიტერატურა
რედაქტირება- Агуренко Б. Александр Суворов, гениальный полководец/ Б. Агуренко// Вечерний Ростов.- 2002.- 4 февр.-С. 2.
- Бормотов В. «Потомство мое прошу брать мой пример»/ В. Бормотов// Резонанс.- 1999.- № 10.
- Вартанов Э. Он был необъяснимым чудом/ Э. Вартанов// Наше время.- 2010.- 22 янв.
- Корольченко А. В крепости Ростовской/ А. Корольченко//Приазовский край.- 1993.- 19 авг.
- Рудик Ю. Из фельдмаршалов – в генералиссимусы/Ю. Рудик// Вечерний Ростов.-1999.- 1 марта.
- Чеботарев В. Александр Суворов на Дону и Северном Кавказе/ В. Чеботарев// Приазовский край.- 2005.- 24 нояб.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- [მკვდარი ბმული] Описание Памятник А.В. Суворову
- Памятник Суворову