სუბტროპიკული კულტურები (ჟურნალი)

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ სუბტროპიკული კულტურები.

„სუბტროპიკული კულტურები“სსრკ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჩაისა და სუბტროპიკული კულტურების საკავშირო სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანების ჟურნალი. დაარსდა 1939 წელს მახარაძე—ანასეულში, გამოდიოდა იქვე ქართულ და რუსულ ენებზე წელიწადში 6-ჯერ. აშუქებდა სუბტროპიკული კულტურების აგროტექნიკური გენეტიკის, სელექციის უახლეს პრომლემებსაცსა და მიღწევებს. სუბტროპიკულ კულტურათა პროფილის სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებების მუშაობის შედეგებს. ჟურნალში თანამშრომლებდნენ სუბტროპიკული კულტურების დარგში მომუშავე მეცნიერ მუშაკები, წარმოება-დაწესებულებათა ნოვატორები და ხელმძღვანელები. ტირაჟი 2500 (1984 წლის მონაცემებით).

ლიტერატურა

რედაქტირება