სუბიექტური დადასტურება

სუბიექტური დადასტურება, ხანდახან მოხსენიებული როგორც პიროვნული დადასტურების ეფექტიკოგნიტური მიკერძოება, რომლის მოქმედებითაც ადამიანი გარკვეულ დებულებას ან სხვა ტიპის ინფორმაციას იღებს როგორც სიმართლეს, თუ ამ ინფორმაციას აქვს რაიმე პიროვნული მნიშვნელობა ან ღირებულება მისთვის.[1] სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, პიროვნება, რომლის აზრიც მოექცა სუბიექტური დადასტურების გავლენის ქვეშ, ერთმანეთთან დაუკავშირებელ ორ მოვლენას (მაგ., დამთხვევას) აღიქვამს, როგორც ერთმანეთთან დაკავშირებულს, რადგან მისი პირადი რწმენა მოითხოვს, რომ ისინი იყვნენ დაკავშირებულნი. სუბიექტური დადასტურება ასევე მჭიდროდ უკავშირდება ბარნუმის ეფექტს და ცივი წაკითხვის მნიშვნელოვანი ელემენტია. ის მიჩნეულია ბევრი პარანორმალური ფენომენის შეტყობინებების საფუძვლად.[2] ბობ ქეროლის თანახმად, რეი ჰიმანი მიჩნეულია სუბიექტური დადასტურებისა და ცივი წაკითხვის მოწინავე ექსპერტად.[3]

ტერმინი „სუბიექტური დადასტურება“ პირველად გვხდება 1980 წლის წიგნში „ექსტრასენსის ფსიქოლოგია“ დაწერილი დევიდ ფ. მარკსისა და რიჩარდ კამანის მიერ.[4]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Forer, B.R. (1949) "The Fallacy of Personal Validation: A classroom Demonstration of Gullibility," Journal of Abnormal Psychology, 44, 118-121.
  2. Flaws in Reasoning and Arguments: Subjective Validation. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-12-13. ციტირების თარიღი: 2007-12-13.
  3. Carrol, Bob. Hope in Small Doses. Skepticality. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-08-07. ციტირების თარიღი: 2012-08-17.
  4. Frazier, Kendrick (1986) Science Confronts the Paranormal. Prometheus Books, გვ. 101.