სუბანსირი
სუბანსირი — მდინარე ინდოეთის ასამისა და არუნაჩალ-პრადეშის შტატებისა და ჩინეთის ტიბეტის ავტონომიური რეგიონის ტერიტორიებზე, ბრაჰმაპუტრის შენაკადი. სიგრძე — 442 კმ, აუზის ფართობი — 32 640 კმ².[1] იგი ბრაჰმაპუტრის უდიდესი შენაკადია. მაქსიმალური ხარჯი 18 799 მ³/წმ, მინიმალური — 131 მ³/წმ. შეადგენს ბრაჰმაპუტრის საერთო დინების 7,92%-ს.[2]
სუბანსირი | |
---|---|
ქვეყანა | ჩინეთი, ინდოეთი |
სათავე | ჰიმალაები |
სიგრძე | 442 კმ |
აუზის ფართობი | 32 640 კმ² |
სუბანსირი ვიკისაწყობში |
სუბანსირი სათავეს ჩინეთში, ჰიმალაის მთებში იღებს. შემდეგ მიედინება აღმოსავლეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთით, ინდოეთისკენ, ასამის ველზე, სადაც ლახიმპურის რაიონში ბრაჰმაპუტრას ერწყმის.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Rao, K.L. (1979). India's Water Wealth. Orient Blackswan, გვ. 78. ISBN 9788125007043. ციტირების თარიღი: 1 May 2011.
- ↑ Singh, Vijay P.; Sharma, Nayan; Ojha, C. Shekhar P. (2004) The Brahmaputra basin water resources. Springer, გვ. 82. ISBN 9781402017377. ციტირების თარიღი: 1 May 2011.