სტუდენტური დემოკრატია (გადაცემა)

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

გადაცემა "სტუდენტური დემოკრატია" ეძღვნება ახალგაზრდობას, კერძოდ სტუდენტებს და მზადდება მათთან ერთად.

გოჩა ტყეშელაშვილი - გადაცემის წამყვანი

გადაცემა სტუდენტებს აძლევს საშუალებას, გამოავლინონ საკუთარი ინტელექტი, დასვან კითხვები და მოკლედ დააფიქსირონ საკუთარი მოსაზრებაც მათთვის საინტერესო: I. ისტორიულ; II. აქტუალურ და III. ე.წ. მსუბუქ თემებზე (გადაცემაში თითოეულ თემას ეთმობა 20-25 წუთი); გადაცემაში სტუმრის სტატუსით მონაწილეობს სტუდენტებისთვის საინტერესო პიროვნება, რომლის შერჩევაც ხდება სტუდენტებთან და გადაცემის წამყვანთან ერთად. გადაცემა მიმდინარეობს კითხვა-პასუხის რეჟიმში, მშვიდ და საინტერესო გარემოში. გადაცემას ამჟამად საქართველოს სატელევიზიო სივრცეში ანალოგი არ აქვს;

გადაცემაში მონაწილეობს 4 წარმატებული უმაღლესი სასწავლებლის წარმატებული და ამავე დროს აქტიური სტუდენტების გუნდი; თითოეული გუნდი შედგება 10 სტუდენტისგან, რომელთაგან ერთი გუნდის სპიკერია. გადაცემის ბოლოს, სტუმარი აფასებს თითოეულ გუნდს მათი აქტიურობისა და მომზადების დონის მიხედვით ქულათა ოთხბალიანი სისტემით. სტუმრის შეფასება კონფიდენციალურია და ილუქება კონვერტში. ყოველი თვის ბოლო გადაცემაში ხდება აღნიშნული კონვერტების გახსნა და სტუმართა შეფასებების საფუძველზე, ყველაზე დაბალი ქულების მქონე ორი უმაღლესი სასწავლებელი ტოვებს პროექტს და მათ ენაცვლება სხვა უმაღლესი სასწავლებლები.

გადაცემა ეთერში გადის ყოველ ხუთშაბათს, ტელეკომპანია "მზე" -ზე. საღამოს 18:35 საათზე, განმეორებით -ორშაბათს 13:00 საათზე. გადაცემის ავტორი და წამყვანია მედიაპროექტ "ეტალონის" ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი;