სტრიჟამენტი
სტრიჟამენტი (რუს. Стрижамент) — მთა რუსეთში, სტავროპოლის მხარეში. წარმოადგენს სტავროპოლის მაღლობის უმაღლეს წერტილს. სიმაღლე 831,8 მ.[1] მთის ფართობია დაახლოებით 150 კმ².[2] აგებულია თიხებით. აღმოსავლეთი კალთებიდან სათავეს იღებს მდინარე ტიომნაია. მთის მწვერვალზე, 775–831 მ სიმაღლეზე განლაგებულია აღკვეთილი. სახელწოდება მომდინარეობს ციხესიმაგრისგან, რომელიც მთაზე 1794 წელს აშენდა და რომელიც ატარებდა უცხოურ სახელწოდებას — რეტრანშამენტი (გამაგრება), რომელიც რუსულად გადაკეთდა სტრიჟამენტის სახელწოდებით.[3]
სტრიჟამენტი | |
---|---|
სტრიჟამენტი | |
კოორდინატები: 44°48′33″ ჩ. გ. 42°02′01″ ა. გ. / 44.80917° ჩ. გ. 42.03361° ა. გ. | |
ქვეყანა | რუსეთი |
ტერიტორიული ერთეული | სტავროპოლის მხარე |
სიმაღლე | 831,8 მ |
მთის მასივი | სტავროპოლის მაღლობი |