სტრინე
სტრინე (დან. Strynø) — დანიის კუთვნილი პატარა კუნძული ბალტიის ზღვაში, ფიუნის სამხრეთით, მიეკუთვნება ლანგელანის მუნიციპალიტეტს. მდებარეობს კუნძულ ტოსინგეს სამხრეთით, ერეს ჩრდილო-აღმოსავლეთითა და ლანგელანის დასავლეთით. კუნძულის ფართობი 4,88 კმ²-ს შეადგენს, მოსახლეობა კი 2007 წლის მონაცემებით 214 ადამიანია.
მშობ. სახელი: Strynø | |
---|---|
სტრინეს 1900 წლის რუკა | |
გეოგრაფია | |
მდებარეობა | ბალტიის ზღვა |
კოორდინატები | 54°54′ ჩ. გ. 10°36′ ა. გ. / 54.900° ჩ. გ. 10.600° ა. გ. |
ფართობი | 4,88 კმ² |
სიგრძე | 3,2 კმ |
სიგანე | 2,2 კმ |
დანია | |
დემოგრაფია | |
მოსახლეობა | 214 (2007) |
სტრინეზე ფუნქციონირებს ერთი მაღაზია, ერთი სასტუმრო, საბავშვო ბაღი, სკოლა და პატარა საზღვაო მუზეუმი.
კუნძულ ლანგელანის ქალაქ რუდკებინთან დაკავშირებულია ბორნით. გზას 28 წთ ესაჭიროება.