სტრასბურგის საკათედრო ტაძრის ზარები

„სტრასბურგის საკათედრო ტაძრის ზარები“ (გერმ. Die Glocken des Strassburger Münsters) S.6ფერენც ლისტის მიერ 1868-1874 წლებში დაწერილი კანტატა. ტექსტი აღებულია ამერიკელი პოეტის ჰენრი უოდსუორთ ლონგფელოს 1851 წლის დრამატული პოემის „ოქროს ლეგენდა“ (ინგლ. The Golden Legend) პროლოგიდან. ლისტმა კანტატა ლონგფელოს მიუძღვნა.[1]

კანტატა დაყოფილია ორ მონაკვეთად. პირველში, „Preludio (Excelsior)“, მოცემულია მეცო-სოპრანოს სოლო, ხოლო მეორეში, „Die Glocken“, ბარიტონი ლუციფერის სახით ზარებს მიმართავს.[1]

„Die Glocken des Strassburger Münsters“-ის პრემიერა გაიმართა ბუდაპეშტის ვიგადოს საკონცერტო დარბაზში 1875 წლის 10 მარტს.

შენიშვნები

რედაქტირება

ფერენც ლისტის ეს კანტატა თანამოსახელე საკათედრო ტაძარში XXI საუკუნემდე არ შესრულებულა. კანტატა დაწერიდან თითქმის 140 წლის შემდეგ, 2013 წელს, საკათედრო ტაძარში იტალიურმა სიმფონიურმა ორკესტრმა Ars Cantus-მა შეასრულა. [2]