სტოქტონ—დარლინგტონის რკინიგზა

სტოქტონ—დარლინგტონის რკინიგზამსოფლიოში პირველი საზოგადოებრივი მოხმარების რკინიგზა, სადაც გამწევ ძალად გამოიყენეს ლოკომოტივი.[1] მისი პირველი ხაზი დაკავშირებულია ქვანახშირის მაღაროებთან შილდონის მახლობლად და დარლინქტონში. ოფიციალურად 1825 წლის 27 სექტემბერს გაიხსნა. ქვანახშირის გადატანა გემებისაკენ მალე მომგებიანი ბიზნესი გახდა და ხაზი გაფართოვდა ახალ პორტამდე და ქალაქ მიდლზბრომდე.

სტოქტონ—დარლინგტონის რკინიგზის გახსნა.

1863 წელს კომპანია გადავიდა ჩრდილო-აღმოსავლეთის რკინიგზის მფლობელობაში, გადასცა რა მას 360 კმ სამარშრუტო გზა და დაახლოებით 160 ლოკომოტივი, მაგრამ 1876 წლამდე დამოუკიდებლად აგრძელებდა მუშაობას როგორც „დარლინგტონის სექცია“. სტოქტონ—დარლინგტონის რკინიგზის გახსნა ითვლება ოთქლმავალზე დაფუძნებული რკინიგზის ეფექტურობის მტკიცებად და მისი იუბილე აღინიშნა 1875, 1925 და 1975 წლებში. თავდაპირველი მარშრუტების უმრავლესობა ახლა ემსახურება ტისის ველის ხაზს, რომელსაც მართავს კომპანია ჩრდილოეთის რკინიგზა.

ლიტერატურა

რედაქტირება

გამოყენებული ლიტერატურა

რედაქტირება

რეკომენდებული ლიტერატურა

რედაქტირება
  • Ransom, Philip John Greer (1990). The Victorian Railway and How It Evolved. Heinemann. ISBN 978-0-434-98083-3. 

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Kirby 2002, უკანა გვერდი.