სტოლი
სტოლი (გერმ. Hochstuhl; სლოვ. Stol) — მთა აღმოსავლეთ ალპებში. კარავანკეს უმაღლესი წერტილი. სიმაღლე 2236 მ. თხემზე გადის საზღვარი სლოვენიასა და ავსტრიას შორის. ტურისტების პოპულარული ადგილია. 1883 წელს ავსტრიის ტურისტულმა კლუბმა მთის სამხრეთ კალთაზე აღმართა სამთო თავშესაფარი, რომელსაც უწოდეს ვალვაზორის თავშესაფარი. 1906 წელს მთაზე აშენდა კლაგენფურტის თავშესაფარი, ხოლო 1910 წელს პრეშერენის თავშესაფარი. მეორე მსოფლიო ომის დროს სამივე თავშესაფარი პარტიზანებმა დაწვეს, რათა გერმანელ ჯარისკაცებს ისინი არ გამოეყენებინათ როგორც საბაზო ბანაკები. ომის შემდეგ, სამივე თავშესაფარი აღადგინეს. კლაგენფურტის თავშესაფარი, ხელახლა გახსნეს 1952 წელს. სტოლზე პირველი ასვლა განხორციელდა 1794 წელს.
სტოლი | |
---|---|
სტოლი | |
კოორდინატები: 46°28′02″ ჩ. გ. 14°10′26″ ა. გ. / 46.46722° ჩ. გ. 14.17389° ა. გ. | |
ქვეყანა | ავსტრია სლოვენია |
სიმაღლე | 2236 მ |
იზოლაცია | 22,1 კმ |
მთის მასივი | ალპები |
ქედი | კარავანკე |
პირველი ასვლა | 1794 |