სტიუარტ ფერგიუსონ ვიქტორ სატკლიფი (დ. 23 ივნისი, 1940 — გ. 10 აპრილი, 1962) — შოტლანდიელი მხატვარი და მუსიკოსი. ცნობილია, როგორც ჯგუფ The Beatles-ის პირველი ბას-გიტარისტი. ჯგუფი მან დატოვა სამხატვრო კარიერის მიზნით. სწორედ სატკლიფმა და ჯონ ლენონმა გამოიგონეს სახელწოდება Beetles (ქართ. ხოჭოები), რომელშიც შეცვალეს ერთი ასო. სატკლიფს ხშირად „მეხუთე ბიტლს“ უწოდებენ.

სტიუარტ სატკლიფი

სტიუარტ სატკლიფი, ასტრიდ კირხერის ფოტო
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი სტიუარტ ფერგიუსონ ვიქტორ სატკლიფი
დაბ. თარიღი 23 ივნისი 1940
დაბ. ადგილი ედინბურგი, შოტლანდია
გარდ. თარიღი 10 აპრილი, 1962 (21 წლის)
გარდ. ადგილი ჰამბურგი, დასავლეთი გერმანია
დასაფლავებულია St Michael's Church, Huyton
საქმიანობა
  • პოეტი
  • მხატვარი
  • მუსიკოსი
საიტი stuartsutcliffeart.com
სტიუარტ სატკლიფი ვიკისაწყობში

როდესაც The Beatles ჰამბურგში უკრავდა, სტიუარტმა გაიცნო ფოტოგრაფი ასტრიდ კირხერი, რომელთანაც მოგვიანებით დაინიშნა. The Beatles-ის დატოვების შემდეგ იგი ჩაირიცხა ჰამბურგის სამხატვრო კოლეჯში. მისი პედაგოგი იყო პოპ-არტის მიმართულების მხატვარი ედუარდო პაოლოცი, რომელიც მოგვიანებით აცხადებდა, რომ სატკლიფი მისი ერთ-ერთი საუკეთესო სტუდენტი იყო. სატკლიფმა დაიმსახურა მოწონება თავისი, ძირითადად აბსტრაქტული ექსპრესიონიზმის ჟანრის ნახატებით.

გერმანიაში სწავლისას სატკლიფს დაეწყო თავის ხშირი ტკივილები. 1962 წლის აპრილის დასაწყისში იგი კლასში დაეცა და ამბობდა, რომ თავის ტკივილები აწუხებდა. გერმანელმა ექიმებმა რამდენიმე გამოკვლევა ჩაუტარეს, მაგრამ ასეთი ტკივილების ნამდვილი მიზეზი ვერ დაადგინეს. 10 აპრილს სტიუარტი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ გზაში გარდაიცვალა. მოგვიანებით დადგინდა, რომ სიკვდილის მიზეზი იყო ანევრიზმა ტვინის მარჯვენა ნახევარსფეროში.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება