სტიმფალიდები
სტიმფალიდები — სპილენძისფრთებიანი ჯადოსნური ფრინველები, რომელნიც არკადიის ჩრდილო-აღმოსავლეთით ცნობილი ჭაობიანი ტბის სტიმფალისის მიდამოებში ბინადრობდნენ. მათი ბასრი ფრთები ისარივით ესობოდა და ხმალივით ჭრიდა ყველას. ადამიანებს ფოლადის ჭანგებით გლეჟდნენ და ჭამდნენ. ეს კაციჭამია ფრთოსნები ჰერაკლემ დახოცა ან ნაწილობრივ ათენას ნაჩუქარი ბობღნის ჟღარუნების ხმაურით განდევნა. იგივე ხერხი იხმარეს არგონავტებმა არესის კუნძულზე მობინადრე მსგავსი მეომარი ფრინველების გასადევნად. რაკი ჰერაკლეს შიშით პონტოს ევქსინოსის მიმართულებით გაფრიდნენ, სწორედ ეს ფრთოსნები შეიძლება ყოფილიყვნენ ის მტაცებლები, რომლებმაც არგონავტებს მაღლიდან ბასრი ფრთები დაუშინეს.
ლიტერატურა
რედაქტირება- აკაკი გელოვანი, მითოლოგიური ლექსიკონი, გვ. 460, „საბჭოთა საქართველო“, თბ., 1983.
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: